სიახლეები

მინისტრი გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში ჟურნალისტებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2011-2012 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.შეხვედრა საჯარო სკოლების დირექტორებთან
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრმა შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული გნვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრა პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
“ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” - წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” წლიური ანგარიში წარუდგინა.
სახელმძღვანელოები მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ გეგენავამ მთაწმინდის რაიონის 40–მდე მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოები და კლასგარეშე ლიტერატურა გადასცეს.
პრეზიდენტმა ფოთში რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ფოთში ახლადრეაბილიტირებული პოფესიული კოლეჯი ,,ფაზისი’’ გახსნა. კოლეჯის სრული რეაბილიტაცია 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. გარემონტდა კოლეჯის სასწავლო კორპუსი და განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა.
სტუდენტური აქცია ჯეოსელთან ერთად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია ”ჯეოსელი” ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტურ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში არსებულ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები ჯეოსელ-კონექტს სპეციალურ ფასად შეიძენენ
მანდატურთა პროფესიული ზრდა გრძელდება
ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა.
მოქალაქეთა საყურადღებოდ!
2011 წლის 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის პირველკლასელების) ჩარიცხვას,
მენტორ მასწავლებლების კონკურსი გამოცხადდა
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მენტორ მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
მინისტრის 12 ივლისის N453 ბრძანების საფუძველზე, პირი, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდა ან ვერ მიიღო სრული ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება და სურს სწავლა განაგრძოს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში, ეძლევა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მინისტრმა მწითურების მრავალშვილიან ოჯახს სახელმძღვანელოები გადასცა
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო სახელმძღვანელოები პირადად გადასცა.
ფოთის №3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა მოინახულა, სადაც 2011 წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
მინისტრმა ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
აჭარის რეგიონის პირველკლასელთა ნეტ-ბუკები ბათუმშია
სკოლებში პირველკასელთა ნეტ-ბუკების ”ბუკის” გადანაწილება მიმდინარეობს. 15 სექტემრამდე კომპიუტერები საქართველოს მაშტაბით ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა. 3500-მდე ნეტ-ბუკი აჭარის რეგიონს უკვე გადაეცა და სკოლებში მათი გადანაწილება მიმდინარეობს.
მანდატურების საჩუქარი ბავშვთა სახლის მოზარდებს
სასწავლო დაწესებულების მანდატურები ბათუმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. მანდატურებმა ბავშვთა სახლის მოზარდები ბათუმის ”აკვაპარკშიც” წაიყვანეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.მინისტრი ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო.სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების დისტრიბუცია დაიწყო
საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დისტრიბუციის პროცესი დაიწყო. საქართველოს ფოსტის საშუალებით სახელმძღვანელოები პირველად აჭარის რეგიონში გაიგზავნა.მინისტრმა წალენჯიხის რაიონის რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა
2011-2012 სასწავლო წელს წალენჯიხის რაიონის 1700-მდე მოსწავლე რეაბილიტირებულ შენობებში განაგრძობს სასწავლო პროცესს. მიმდინარე წელს წალენჯიხის რაიონის 8 სკოლას სრული სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდა. აშენდა ახალი სასწავლო კორპუსები, რომელთაგან 7 სკოლა აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
სასკოლო სახელმძღვანელოების გამოწერა რეგიონებშიც შესაძლებელია
საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, სასწავლო სახელმძღვანელოების გამოწერა რეგიონების მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია. ფოსტის მომსახურებით უკვე საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს.სიახლეები ვერ მოიძებნა.