ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

დიდი დიღმის მოზარდებს ახალი რაგბის მოედანი მოემსახურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რაგბის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს.

სასკოლო სახელმძღვანელოების გამოწერა სახლიდან გაუსვლელად

წელს პირველად, წიგნების დისტრიბუციის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთო. სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები, კურიერი წიგნებს მათ სახლში მიუტანს.

გიორგი ჩახნაშვილმა №24 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

2011-2012 სასწავლო წლისათვის, პირველად საქართველოში, ერთდროულად 12 ახალი სკოლა შენდება და 350 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის №24 საჯარო სკოლაში გაეცნო.

ინკლუზიური განათლების პედაგოგები ისრაელში გადამზადდებიან

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინიციატივით, 5 ქართველი პედაგოგი ინკლუზიური განათლების საკითხებზე მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისში მოხალისე პედაგოგების ახალი ჯგუფი ჩამოვიდა

პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება. დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

სახალისო სწავლების მეთოდებზე მუშაობა დაიწყო

მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისა და მათი სწავლით დაინტერესების მიზნით, სასწავლო პროცესში სახალისო სწავლების მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით, სერტიფიცირებულ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამინისტრომ მოსწავლეთა ელექტრონული ბაზები შეიმუშავა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 -2015 წლების ელექტონული სტრატეგიის ფარგლებში, მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდა.

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

29 აგვისტოს 11:00 საათიდან 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.

მანდატურები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

მანდატურებმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული „მომავლის სკოლის“ აღსაზრდელებს მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა 40-მდე მოზარდს საჩუქრები გადასცეს.

მე–200 ინკლუზიურ სკოლა–პანსიონში თანამედროვე სპორტული მოედანი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მე-200 ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი გახსნა და სკოლის იმ აღსაზრდელებს შეხვდა, რომლებიც პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ და არდადეგებსაც სკოლაში ატარებენ.

60 000 ნეტ-ბუკის სკოლებისთვის გადაცემა დაიწყო

პირველად საქართველოში, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი დაიწყო.

ბუკლეტის ”სასკოლო სახელმძღვანელოები” პრეზენტაცია გაიმართა

წელს პირველად, ყველა მშობელს შესაძლებლობა ექნება სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტის საშუალებით შეიტყოს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საინფორმაციო ბუკლეტი ,,სასკოლო სახელმძღვანელოები’’ სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მომზადდა.

სკოლებში ახალი ინვენტარის შეტანა დაიწყო

ახალი სასწავლო წლისათვის სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები ხორციელდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 122-ე საჯარო სკოლისათვის ახალი სასკოლო მერხებისა და სკამების გადაცემის პროცესს დაესწრო.

ახალი საგნის "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" პედაგოგები გადამზადდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგანი "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოდის.

მანდატურთა პროფესიული ზრდა გრძელდება

ყველა მოქმედი მანდატური სხავადასხვა დისციპლინაში გადამზადდება. მანდატურებს ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკასა და აკადემიურ წერაზე, უნარშეზღუდულ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაზე რამდენიმედღიანი ტრენინგი უტარდებათ.

საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სხვადასსხვა საგნის ის ათი პედაგოგი დაასაჩუქრა, რომელთაც 2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე თავიანთ საგნებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მინისტრმა მათ პორტატული კომპიუტერები გადასცა.

სკოლის მანდატურებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს

მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში ამჯერად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა.

კალათბურთში სამინისტროს მეგობრობის თასზე ტურნირი გაიმათა

კალათბურთში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეგობრობის თასზე ორდღიანი ტურნირი გაიმათა. ერთმანეთს პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელი პედაგოგების, სამინისტროს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსის გუნდები შეხვდნენ.

სოფელ ახუთის მოსწავლეებისთვის ახალი სკოლა შენდება

თანამედროვე სკოლა შენდება ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში. სკოლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სიახლეები ახალ სასწავლო წელს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას ბევრ სიახლეს სთავაზობს. ახალ სასწავლო წელს სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა.

იტალიური და თურქული ენების სტანდარტი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა იტალიური და თურქული ენების საგნობრივ პროგრამებზე მუშაობა დაასრულა.