ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

თბილისის ასათ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

ახალი სასწავლო წლისათვის თბილისის ასათ საჯარო სკოლას განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სარემონტო სამუშაოებს ერთდროულად ასათივე საჯარო სკოლაში ახორციელებს.

იმერეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ქალქა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ იმერეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

დმანისის საზაფხულო საველე სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, დმანისის კვლევითი ჯგუფის და საველე სკოლის მონაწილეებს 2011 წლის საზაფხულო საველე სკოლის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

მასწავლებელთა 2011 წლის სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების 2011 წლის შედეგები გამოაქვეყნა. გამოცდების შედეგები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადეს.

საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის მოძიება დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.

კიდევ ერთი ახალი სკოლა ტყიბულის რაიონში შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ტყიბულის რაიონში ახალ საბაზო სკოლას აშენებს. სოფელ მუხურაში სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრის მოადგილემ ნოდარ სუგულაძემ და იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ გრიგოლ მატარაძემ დაათვალიერეს.

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა

პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლისა და მათი დასაქმების მიზნით, სამინისტრომ დასასვენებელ კომპლექს ”Golden Fleece” - თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ქართველი მოსწავლეები ბრიტანეთში

ქართველი მოსწავლეები ბრიტანეთის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდნენ, ამავე დღეს ინგლისში წარჩინებულ მოსწავლეთა ახალი ჯგუფი გაემგზავრა. ზაფხულის განმავლობაში 32 მოსწავლე, ინგლისში ოთხ ნაკადად გაემგზავრება.

სკოლის მანდატურებმა სისხლი ჩააბარეს

სკოლის მანდატურებმა “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა.

კოკა სეფერთელაძემ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა, პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო ყველა ბაზა მოინახულა და კოლეჯის ეზოში მიმდინარე სასწავლო სახელოსნოების მშენებლობასაც გაეცნო.

პედაგოგები ინტენსიურ ტრენინგს გადიან

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროექტის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ქ. ქუთაისში ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ინტენსიური ტრენინგი უტარდებათ.

ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება

პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლის ახალი ეტაპი გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

სასკოლო სახელმძღვანელოების დისტრიბუტორებთან მემორანდუმი გაფორმდა

30 აგვისტომდე ყველა დიდ ქალაქში სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობები გაიმართება და წიგნის მაღაზიები მოეწყობა. შესაბამის მემორანდუმს რამდენიმე დისტრიბუტორ ორგანიზაციასთან ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერეთელაძემ მოაწერა.

დირექტორობის კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

გრიფირებაზე ახალი კონკურსი ცხადდება

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსს აცხადებს. კონკურსი ცხადდება საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა საგნისთვის და დაწყებითი საფეხურის რამდენიმე სახელმძღვანელოზე, სულ 40 ერთეულზე.

სოფელ ნოქალაქევში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სენაკის რაიონში ახალ სკოლას აშენებს. სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ დაათვალიერა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ

გრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

სააპელაციო კომისია მუშაობას იწყებს

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, ყველა საგნის მიხედვით, აბიტურიენტთა, სტუდენტთა და მაგისტრობის კანდიდატთა ქულები და ნაშრომებია განთავსებული.

ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ტრენინგს გაივლის

საქართველოს მასშტაბით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ყველა პირველი კლასის დამრიგებელთა ტრენინგი მიმდინარეობს. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გადამზადების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნენ.

სამინისტროში ეროვნული გმირები გაიხსენეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ერთ-ერთი მათგანის, კაპიტან ლერი ლაგურაშვილის შვილს ანა ლაგურაშვილს მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და წიგნები გადასცა.

მანდატურებს სამაშველო კურსების სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სასწავლო დაწესებულებების 40 მანდატურს სამაშველო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.