სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”წითელი ყაყაჩოების” აქციას შეუერთდა
”პრაიმტაიმის” ინიციატივით აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეუერთდა. კოკა სეფერთელაძემ და მანდატურებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოები ყვავილებით შეამკეს.
ბავშვთა სახლიდან კერძო სკოლაში - პროექტი გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში გრძელდება.
მანდატურებმა და პარლამენტარებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს
სასწავლო დაწესებულების მანდატურები და პარლამენტის წევრები რუსუდან კერვალიშვილი, ლაშა თორდია და ვახტანგ ბალავაძე, ბავშვთა სოფელ თბილისს“ ესტუმრნენ, ბავშვთა სახლში 5 წლიდან 14 წლამდე 70 აღსაზრდელი ცხოვრობს.
პროექტი ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” სექტემბრიდან ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს სახელმწიფო პროექტის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი დაასრულა.
პედაგოგები ნოთინგჰემში სასწავლო კურსს გადიან
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის პედაგოგები ნოთინგჰემში ორკვირიანი სასწავლო კურსის გასავლელად გაგზავნა
უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით 2011-2012 სასწავლო წლიდან აკრედიტირებულ და ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება.
უფასო სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის
სამთავრობო პროგრამის ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ფარგლებში, სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. წელს წიგნების გადაცემის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთვება.
სამინისტროს მხარდაჭერით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში, 6 აგვისტოს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ახალგაზრდა მეცნიერები უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას გაივლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას დაუფინანსებს.
აშშ-დან, კანადიდან და ავსტრალიიდან მოხალისე პედაგოგები ჩამოვიდნენ
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლის ახალი ეტაპი გრძელდება. სასწავლო წლის დაწყებამდე, მოხალისე პედაგოგთა რამდენიმე ნაკადს ველოდებით, წლის ბოლომდე სულ 1500 პედაგოგი ჩამოვა.
წარმატებულ პედაგოგთა წახალისება გრძელდება
საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსმა წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. დაჯილდოვებული პედაგოგები სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების იმ მოსწავლეთა დამრიგებლები არიან, რომელთაც 2011 წლის საატესტატო გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს.
სამაშველო კურსებს 150 მანდატური გადის
სასწავლო დაწესებულებების მანდატურები სამაშველო კურსებს თბილისის ზღვაზე გადიან. პროცესში ჩართულია როგორც თბილისის ასევე სხვადასხვა რეგიონის 150 მანდატური.
მობილობის პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
2011 წლის 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით სტუდენტთა მობილობა ცხადდება, აღნიშნულ პერიოდში სტუდენტებს ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა შეუძლიათ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.
მანდატურების საჩუქარი სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს
მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების აღსაზრდელებს სიურპრიზი მოუმზადეს. სამტრედიის სპეციალური საჭიროების ბავშვები მანდატურებმა ქუთაისის „აკვაპარკში“ წაიყვანეს. მოზარდები „აკვაპარკში“ მთელი დღის განმავლობაში ერთობოდნენ.
2011 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება თსუ-ში
2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლა 3000-მდე სტუდენტმა დაასრულა. თსუ-ის 2011 წლის კურსდამთავრებულების გამოშვების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა ,,უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანება და გთხოვთ გაითვალისწინოთ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 4 მაისს ძალაში შევიდა ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №62/ნ ბრძანება.
ახალი არჩევითი საგნის - ,,მსოფლიო კულტურა’’ - პედაგოგთა კონფერენცია გაიმართა
2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე ახალი არჩევითი საგანი - ,,მსოფლიო კულტურა' შემოდის. ამ თემას პედაგოგთა კონფერენცია მიეძღვანა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის თაობაზე შეთანხმება დაიდო
პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის პოლიტიკის განსაზღვრისა და პროფესიონალი კადრების დასაქმების მიზნით დოკუმენტი შეიქმნა.
კოკა სეფერთელაძემ კახეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ამჯერად, კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვნენ.
სამაგისტრო გამოცდების შედეგები დღეს გამოცხადდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge; www.facebook.com/mes.gov.ge) და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე სამაგისტრო გამოცდების ორი ნაწილის შედეგები გამოქვეყნდება. მაგისტრობის კანდიდატები ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის შედეგებს დღეს, 17 საათზე შეიტყობენ.სიახლეები ვერ მოიძებნა.