ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

პროფესიული განათლების ამერიკული პროექტი წარმატებით დასრულდა

საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული პროექტი დასრულდა. პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში” პროექტის საბოლოო პრეზენტაცია და დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

კავკასიის უნივერსიტეტის 90 სტუდენტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლის

90 ქართველი სტუდენტი სწავლას მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებს. კავკასიის უნივერსიტეტის გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამებში მონაწილე სტუდენტები სასწავლებლად უკვე გაემგზავრნენ.

დიმიტრი შაშკინმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით, წარმატებული საქმიანობისთვის ღირსების ორდენები სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი გულუას და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ანდრიაშვილს გადასცა.

პირველად ამიერკავკასიაში ახალი კომპიუტერული ქარხანა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად კომპანია ”ალგორითმის” მიერ საერთაშორისო კომპანია ”ინტელთან”(INTEL) პარტნიორობის შედეგად აშენებული კომპიუტერული ქარხანა გახსნეს.

აზერბაიჯანი საქართველოს განათლების რეფორმით დაინტრესდა

საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების გასაცნობად მორიგი უცხოური დელეგაცია ჩამოვიდა. ამჯერად, გამოცდილების გასაზიარებლად სამინისტროს აზერბაიჯანელი სტუმრები ეწვივნენ.

სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილემ ნოდარ სურგულაძემ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ის ადგილი მოინახულა, სადაც სამინისტროს დაფინანსებით ახალი, თანამედროვე სკოლა აშენდება.

წარჩინებულ მოსწავლეთათვის მედლების გადაცემის პროცესი გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების პროცესი გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გურიის რეგიონის გუბერნატორმა ვალერიან ჩიტაიშვილმა გურიის რეგიონის წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

მანდატურები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია „ბარამბომ“ დღის ცენტრი “ცისარტყელას“ აღსაზრდელები მოინახულეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში 50 აღსაზრდელს მანდატურებმა და კომპანია „ბარამბომ“ ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს.

სამეცნიერო სკოლების საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ამოქმედდა

სამეცნიერო სკოლების 30-მდე მოსწავლე კურორტ აბასთუმანში პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

წარმატებული სკოლების დირექტორებს პრემიები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის დავალებით, საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების 20 სკოლის დირექტორს პრემიის სახით თითოელს 2000 ლარი გადასცა.

,,აინშტაინის” ფარგლებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა მიმდინარეობს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიებით აღიჭურვება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლას სასწავლო ლაბორატორია თავად მიუტანა.

დიმიტრი შაშკინმა გამოცდების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

2011 წლის ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

სამცხე-ჯავახეთში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახალ სკოლას სამცხე-ჯავახეთშიც აშენებს. ახალქალაქში №3 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა.

”საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსმა” განათლების სფეროში გატარებული რეფორმები შეაჯამა

საგანმანათლებლო ალიანსმა სასკოლო საზოგადოების შეკრება გამართა, რომელზედაც 2010/2011 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გატარებული რეფორმები განიხილეს და შეაფასეს. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.

გურჯაანის რაიონში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საჯარო სკოლაში ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აშენებს ახალ სკოლებს, მათ შორისაა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის საჯარო სკოლაც, რომლის მშენებლობის მიმდინარეობა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა.

ირინე ქურდაძემ გორის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს მედლები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და გორის გამგებლის მოადგილემ ზურაბ ხორგუაშვილმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გორის რაიონის სკოლების 50-მდე წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცეს.

საუკეთესო ტრენერები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგთა ტრენერები დააჯილდოვეს.

მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ორდღიანი გასვლითი სემინარი, აჭარაში გაიმართა სადაც, ტელე-რადიო კომპანიებისა და რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

უცხოელი პედაგოგების ჩამოსვლის ახალი ეტაპი დაიწყო

პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლის ახალი ეტაპი დაიწყო. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

მინისტრმა ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს დიმიტრი შაშკინი გაეცნო.

მინისტრი მაგისტრანტების გამოცდის მიმდინარეობას ბათუმში აკვირდებოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და გამოცდის მიმდინარეობას დააკვირდა.