ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

სახელმწიფო ენის სწავლებაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ქართული ენის სწავლების საკითხებს, არსებულ პრობლემებს, გამოცდილებასა და თანამედროვე გამოწვევებს ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.

სოფელ ქვაბღაში თანამედროვე სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლას აშენებს. მომავალი წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები.

მოსწავლეთა მობილობის თემაზე ბრიფინგი გაიმართა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. ამ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა და პროცესთან დაკავშირებული დეტალები განმარტა.

50 დევნილი მაგისტრის სწავლა დაფინანსდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2011-2012 სასწავლო წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში საუკეთსო ქულების მქონე ორმოცდაათი იძულებით გადაადგილებული სტუდენტის მაგისტრატურაზე სწავლება 2250 ლარით დაფინანსდება.

ტრენინგი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსში მიმდინარე 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ.

მინისტრმა პროფესიული კოლეჯის ,,აიტი’’ საზაფხულო სკოლა მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში ,,აიტი’’ საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებას გაეცნო და მსმენელებს შეხვდა.

მინისტრი გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დილით ეწვია და მასწავლებელთა რეგისტრაციის პროცესს გაეცნო. დღეს გამოცდებს დაწყებითი კლასების, ქიმიისა და ისტორიის პედაგოგები აბარებენ.

მინისტრი ”ეხო მასკვის” მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი და ობიექტური რადიოს ”ეხო მასკვის” მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს შეხვდა.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

მინისტრმა სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის ავტორი დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ედიბერიძეს საკუთარი სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის შექმნისთვის პორტატული კომპიუტერი გადასცა.

მანდატურები დასუთავების აქციას შეუერთდნენ

მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში „პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია„ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა.

დასრულდა პედაგოგთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებში დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.

სკოლის დირექტორთა წარდგენის პროცესი დაიწყო

დაიწყო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის პროცესი. საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის სამეურვეო საბჭოს დირექტორობის კანდიდატი ამირან ჯამაგიძე წარუდგინა.

მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-ზე გაემგზავრა. საქართველოს წარგზავნილები ტაილანდის დედაქალაქში ფიზიკის 42-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის სახელს დაიცავენ.

ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური კოლეჯი მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური პროფესიული ცენტრი მოინახულა. სასწავლებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა და 2011 წლის მარტიდან ფუნქციონირებს.

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები გრანტის მოპოვების პროცესში ჩაერთვებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც ვარშავაში გამართული კონფერენციის ,,მობილობის აღმოსავლეთ განზომილება” მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

ქალაქ რუსთავის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, რუსთავის სკოლების 24 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცეს.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები იწყება

6 ივლისს პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები დაიწყება. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.

აბიტურიენტები დღეს ზოგად უნარებს აბარებენ

ზოგად უნარებში გამოცდები 4 და 5 ივლისს ოთხ ნაკადად ჩატარდება. უნარების გამოცდის დაწყებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აკვირდებოდა.