სიახლეები

ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების სწავლება საჯარო სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სკოლებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების სწავლების საგანმანათლებლო პროგრამის (1995-2011 წ.წ.) ანგარიშის პრეზენტაციას და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, პროგრამის სამინისტროსათვის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
მანდატურების საჩუქარი სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს
სამტრედიის N15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა სათაფლიის მღვიმე დაათვალიერა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.
მინისტრმა წყნეთის BUCKSWOOD-ის ენის საზაფხულო სკოლა მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ისვენებს. დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
ნიკა გილაური წარმატებული სკოლების დირექტორებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების 20 სკოლის დირექტორს შეხვდა და თითოეულს პრემიის სახით 2000 ლარი გადასცა.
მინისტრმა უსინათლო აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მიიყვანა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ბასილაშვილი, ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და მეორე სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
თიბისი ბანკის და ”ელიტ ელექტრონიქსის” სოციალური აქცია მასწავლებლებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი თიბისი ბანკისა და „ელიტ ელექტრონიქსის“ ერთობლივი აქციის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გულისხმობს სწრაფ განვადებებზე სპეციალური შეთავაზების გაკეთებას საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის.
დირექტორობის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
ამერიკული მხარე პროექტების თანადაფინანსებას გააგრძელებს
ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი ქართველ მეცნიერთა კომერციულად მომგებიან კვლევებს კვლავ დააფინანსებს. საგრანტო კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან (CRDF) ერთად გამოაცხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების პირველი დღის შედეგები მედიაცენტრში შეაჯამეს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ერთიან ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოქროს მედლები თბილისის საჯარო სკოლის 231 მოსწავლეს გადასცა. სულ საქართველოს მასშტაბით 2010-2011 სასწავლო წლისთვის 877 ოქროს და 1122 ვერცხლის მედალოსანია.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გამოცდების მედიაცენტრი გახსნა. ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.
წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს მედლები გადაეცათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების 231 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცა.
გამოცდების საოგანიზაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
სამწუხაროდ, ერთ-ერთი მედია საშუალების მეშვეობით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია სერთიფიცირებულ პედაგოგთა საათობრივი განაკვეთის შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მინისტრის №576 ბრძანების თანახმად სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ყველა სერთიფიცირებულ პედაგოგს მისცეს სრული ან სრულზე მეტი განაკვეთი.
ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროს მიერ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული სტუდენტი დავით დოხტურიშვილი პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.
პროფესიული საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ეროვნული პროფესიული საბჭოს გაფართოებული სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სოციალური პარტნიორობის თემაზე გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ: სამინისტრო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ.
უფასო სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველებისათვის
რვა მილიონი ლარი დაიხარჯება სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ახალი საგნის პედაგოგებისთვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგნის ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების’’ სწავლება დაიწყება. ახალი საგნის 1600 პედაგოგი გადამზადებას შინაგან საქმეთა აკადემიაში გაივლის, სადაც სპეციალურად მათთვის სახელძღვანელო დაიწერა.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგები იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი იწყებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგებს მასწავლებელთათვის და სკოლების ადმინისტრაციისთვის.სიახლეები ვერ მოიძებნა.