ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

მანდატურების საჩუქარი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო. მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა.

ბაკალავრების გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ილიას უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე ბაკალავრების გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები დაინერგება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის სწავლების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ინგლისური ენის წარმატებულ სწავლებას მიეძღვნა და მასში თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.

მანდატურები მოსწავლეებს სხვადასხვა საფრთხეებს აარიდებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე სასწავლო დაწესებულებების მანდატურთა მიერ სპორტული ნორმატივების ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.

მინისტრი პროფესიულ კოლეჯთა მონახულებას განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული კოლეჯი „პროფესიონალი“ მოინახულა. კოლეჯი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც სამინისტროსა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების დახმარებით, მუდმივად მიმდინარეობს სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს საქართველოს მასშტაბით გახსნილია 15 საგამოცდო ცენტრი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის რეგიონალური ინფრასტრუქტურა არ იძლევა ტესტების განთავსების შესაძლებლობას.

საგამოცდო ტესტები საქართველოშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიტანეთიდან ჩამოტანილი ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტების საცავებში ტრანსპორტირების პროცესს დაესწრო.

"სასკოლო ღონისძიებების სცენარების” მიხედვით სპექტაკლი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ცენტრში შექმნილი ”სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარების” მიხედვით დაიდგა.

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სწავლება დაფინანსდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF–ის წარმომადგენელმა რულანდ მონაშმა „ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმისა“ და პროფესიული გადამზადების ფარგლებში, ხელი მემორანდუმს მოაწერეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების საქმიანობის შესწავლას იწყებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს.

IT ტექნოპარკის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნოპარკის პრეზენტაციას დაესწრო.

მანდატურები ჩვილ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“ ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში 200-მდე აღსაზრდელს მანდატურებმა და კომპანია „ტკბილმა ქვეყანამ“ ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს

მანდატურები და წლის საუკეთესო მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ

თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და 2011 წლის საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

პროფესიული კოლეჯების მონაწილეობით სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ კოლეჯში ”აისი” გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია თემაზე: ”პროფესიულ კოლეჯებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება”.

მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.

კონკურსი დოქტორანტებისთვის

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები ჩაერთვებიან.

მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის განათლების მინისტრს მისარ მარდანოვს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა დამტკიცდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინეს.

მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

2011 წლის საუკეთესონი დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.

ირინე ქურდაძე დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.