სიახლეები

მინისტრმა ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი და სასწავლო ლაბორატორიები გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი, კრიმინალისტიკისა და ტელე-რადიო ლაბორატორიები გახსნა.
ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. მ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მყოფმა მოსწავლეებმა ყველა საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი გამოავლინა. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სასკოლო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებულ კორუფციული გარიგების მცდელობას.
მინისტრმა პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი’’ სწავლების ახალი ცენტრი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი’’ სწავლების ახალი ცენტრი გახსნეს. ცენტრში მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ ლიფტების ელექტრომექანიკოსის პროფესიას.
ინკლუზიური სწავლების წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ინკლუზიური სწავლების ათი წარმატებული და გამორჩეული პედაგოგი დააჯილდოვა. დაჯილდოვებული პედაგოგები წლების განმვალობაში ეფექტურად მუშაობდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან
რუსთავის მანდატურებმა სისხლი ჩააბარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს მოზარდი პაციენტების გარდა ნებისმიერ სხვა ბავშვს მოხმარდება. მანდატურები მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ მოზარდებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
ახალი სახელწიფო პროგრამა სტუდენტებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედა გამართა.
მინისტრი ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 317 წვევამდელმა, საზეიმო ვითარებაში სამხედრო და სახელმწიფი დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადო. საგაზაფხულო წვევამდელებს შორის იყვნენ საგურამოს, თბილისისა და ბათუმის ბავშვთა სახლებიდან შერჩეული რამდენიმე ბენეფიციარი
მწვანე ყუთები სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვივნენ
ინგლისურენოვან პედაგოგთა ახალი ჯგუფი ჩამოვიდა
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, ირლანდიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
მინისტრმა საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულები დაასაჩუქრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ კურსდამთავრებულთა ათეულს შეხვდა, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე ყველა საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მინისტრმა მათ პირველი დიდი წარმატება მიულოცა და ისინი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროში გამართულ ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო.
სომეხი კოლეგები საქართველოს გამოცდილებებს ეცნობიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სომეხ კოლეგებს ის უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ცენტრი დაათვალიერებინა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებოდნენ.
ბავშვთა უფლებებს კონფერენცია მიეძღვნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ,,ბავშვის უფლებაა – მოუსმინონ დაესწრო.
IV კლასის მოსწავლეთა ეროვნული შეფასებები ტარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი 2011 წლის 6 და 7 ივნისს მთელი საქართველოს მასშტაბით IV კლასის მოსწავლეთა ეროვნულ შეფასებებს ატარებს. შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში ტარდება.
თბილისში პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გახსნეს. ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაშია განლაგებული და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.
მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ
მანდატურები და თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული იხილეს“.
საატესტატო გამოცდები დასრულდა
საატესტატო გამოცდების შედეგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საინფორმაციო პორტალის www.onlinenews.ge-ს მიერ ორგანიზებულ საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამეს.
მოსწავლეები ”მსოფლიო კულტურის” ლექცია/სემინარს დაესწრნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები თბილისისა და საქართველოს რეგიონების ზოგად­საგან­მა­ნათ­ლებლო სკოლების IX, X, XI-კლასელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.სიახლეები ვერ მოიძებნა.