ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

მინისტრი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა

საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი უკვე მოაწერა, რითაც გამსვლელი ბარიერი ოფიციალურად გამოცხადდა.

უფროსკლასელებს დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგები გააცნეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

ერთიანი საგანმანათლებლო ქსელი შეიქმნა

სამინისტროს დაკვეთით, კომპანია ,,მაგთიკომმა’’ ერთიანი საგანმანათლებლო ქსელი შექმნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, ,,მაგთიკომის’’ გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ და კომპანია ,,მაგთიკომის’’ მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ქართული ტრადიციული სამოსის პირველი მეცნიერული კვლევა

ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

ბავშვთა დღე მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად გაატარეს

ქუთაისის სკოლის მანდატურებმა და სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, ბავშვთა საერთაშორისო დღე ქუთაისის გაბაშვილის სახელობის პარკში გაატარეს. ამ დღესთან დაკავშირებით, მოზარდებმა და მანდატურებმა არაერთ გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს საინტერესო იდეები გაუზიარეს.

მინისტრმა უსინათლო მოსწავლეებს ბავშვთა დღე მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ბავშვთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

პედაგოგები სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ისტორიის პედაგოგების სემინარს დაესწრნენ.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სასწავლო წლის დამამთავრებელ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

პრეზიდენტი საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახი დაათვალიერა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებიან.

ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპოლომები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2011 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.

სკოლებისთვის ესპანური ენის სტანდარტი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ესპანური ენის საგობრივ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა.

მინისტრი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აბრეშუმის გზის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო თემაზე ”გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში”.

კოკა სეფერთელაძე ”სკოლბურთის” ფარგლებში გამართულ მატჩებს დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სპორტკომპლექს ”ირაოს” სტადიონზე ”სკოლბურთის” ფარგლებში გამართულ თამაშებს დაესწრო. ხუთი საუკეთესო გუნდი, რომელიც დღეს გამოვლინდა, დასკვნით ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ფინალური ტური ბათუმში ივნისის ბოლოს ჩატარდება.

მინისტრმა ჟურნალისტებთან სამუშაო შევედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც მას-მედიის წარმომადგენლებისათვის ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა იყო.

საატესტატო გამოცდების პირველი დღე დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდების პირველი დღის შედეგებზე ბრიფინგი გამართეს.

მინისტრი საატესტატო გამოცდებს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან აკვირდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდების მიმდინარეობას სკოლების გარდა, სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან, ცენტრალური სერვერისა და აუდიო გამოსახულების საშუალებით აკვირდება.

საატესტატო გამოცდები დაიწყო

მეთორმეტე კლასელები წელს პირველად საატესტატო გამოცდებს კომპიუტერების საშუალებით აბარებენ. გამოცდა 8 საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება.

გამოსაშვებ გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

გამოსაშვები გამოცდების მედიაცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოსაშვები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

დიმიტრი შაშკინმა ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს” ეწვია. მინისტრი სასწავლო პროცესს, პრაქტიკულ ლაბორატორიებს და იმ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს.

გორის მანდატურებმა და მოსწავლეებმა ხეები დარგეს

„დარგე ხე, გაამწვანე გარემო“ აქციის ფარგლებში გორის სკოლის მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოებში კედარების ნერგები დარგეს.