ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

გორის მანდატურებმა და მოსწავლეებმა ხეები დარგეს

„დარგე ხე, გაამწვანე გარემო“ აქციის ფარგლებში გორის სკოლის მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოებში კედარების ნერგები დარგეს.

სპორტულ ცეკვებში სკოლების ფესტივალი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სპორტულ ცეკვებში სკოლების ფესტივალის ფინალურ ეტაპს დაესწრნენ.

ფოტო კონკურსი „მე ვამაყობ...“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის აცხადებს ფოტო კონკურსს, „მე ვამაყობ...“

მინისტრმა ნოქალაქევში მშენებარე სკოლა მოინახულა

სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახალი საჯარო სკოლა შენდება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა. მინისტრმა მიმდინარე სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლის წარმომადგენლებისა და მშენებლებისაგან მიიღო.

ზუგდიდში მინისტრის მოადგილემ რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფლებში კოკი და ორსანტია რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა. ორივე სოფელი მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და სწორედ სანაპირო ზოლი ჰყოფს მათ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისაგან.

პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები ჩაუტარდათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ზემო ნიქოზისა და მიმდებარე სოფლების პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ტრენინგს უტარებს.

”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი” გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა პროფესიულ განათლებაზე გამართული ფოტოკონკურსის ”ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი” მონაწილეები დააჯილდოვეს.

შეხვედრა კერძო სკოლების დირექტორებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ”ევროპულ სკოლაში” თბილისის კერძო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრი გერმანულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა გამოფენა გახსნეს, რომელზედაც ის საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები იყო წარმოდგენილი, რომელსაც გერმანული მხარე საქართველოში ახორციელებს.

ბიოლოგიის სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის გამართულ სემინარს დაესწრო. სემინარის თემა ბიოლოგიის სწავლების ინტერაქტიული მეთოდები იყო და მის მუშაობაში თბილისის სხვადასხვა რაიონის 60 პედაგოგი მონაწილეობდა.

ინკლუზიური განათლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინკლუზიური განათლების საკითხებზე დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გერმანული ენის დიპლომების საზეიმო გადაცემა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა საქართველოში გერმანული დღეების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს PASCH-სკოლების 83 მოსწავლეს გერმანული ენის დიპლომები გადასცეს.

”ევროპულ სკოლაში” მინისტრი სასწავლო პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით კერძო სკოლების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად, მინისტრი ”ევროპულ სკოლას” ეწვია და ავტორიცაზიის პირობები სკოლის წარმომადგენლებს პირადად გააცნო.

პრეზიდენტმა სოფელ ვაზიანში ახალი საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ვაზიანში ახლადაშენებული საჯარო სკოლა გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების სკოლის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. სკოლაში 171 მოსწავლე სწავლობს, საგანმანათლებლო საქმიანობას კი 21 პედაგოგი ეწევა.

მინისტრმა ”ჩაღლარის” ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ფიზიკაში კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ კონკურსის „ფიზიკა ყველგან და ყოველთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი კონკურსი სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი თბილისის №63-ე საჯარო სკოლა იყო.

კონფერენცია ინგლისური ენის სწავლებასა და საერთაშორისო გამოცდებზე

ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, თემაზე “ინგლისური ენა და საერთაშორისო კვალიფიკაცია – გზა პერსპექტიული მომავლისკენ”კონფერენცია გაიმართა.

დიმიტრი შაშკინმა გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 53-ე საჯარო სკოლას ეწვია და კომპანია ,,გოგლი-მოგლის’’ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ითამაშე და მოიგე’’ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

სასტუმრო ”რედისონში” ოლიმპიადა გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, შავი ზღვის უნივერსიტეტის პრორექტორმა გიული ალასანიამ და მოწვეულმა სტუმრებმა სასტუმრო ”რედისონში” ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნეს.

კერძო სკოლათა ავტორიზაციის პროცესი იწყება

კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართულ-ამერიკულ კერძო სკოლას ”ვაზიანი+” ეწვია და პირადად გაეცნო სასკოლო გარემოს, მის ინფრასტრუქტურას.

პრეზიდენტის შეხვედრა სერტიფიცირებულ პედაგოგებთან

საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2014 წლამდე არის ნებაყოფლობითი. ყოველი წლის ივლისის თვეში ყველა პედაგოგს ეძლევა საშუალება გაიაროს სერტიფიცირება პროფესიულ უნარებში და მაპროფილებელ საგანში.