News
This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

მიხეილ ჩხენკელმა STS ფორუმის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-18 ყოველწლიური მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-18 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 57 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიური მსოფლიოსთვის არსებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს
ექსტერნატის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
I-XII კლასების სასწავლო პროგრამისა და კონკრეტული საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.
მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლება მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლება პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა. მინისტრი თბილისის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ ჩხენკელი პირადად დაინტერესდა, რამდენად უზრუნველყოფილია სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და რამდენად იცავს სასკოლო საზოგადოება ჯანდაცვის სფეროს რეგულაციებს.
მიხეილ ჩხენკელი: „მთელი გულით ვულოცავ პირველკლასელებს პირველ ნაბიჯებს სკოლის ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ მათ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სრულიად აკადემიურ საზოგადოებას სწავლის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება მიულოცა.
სწავლის დასაწყებად ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია
4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია.
სალომე გოჩოლეიშვილი – ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი
„ვამაყობ, რომ ქართული ენის სწავლებით ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საქმეში“, – ამბობს წამყვანი პედაგოგი სალომე გოჩოლეიშვილი, რომელიც არქევანის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს 10 წელია ქართულ ენას ასწავლის.
მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, სადაც 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო სივრცეში განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება. აკადემიის დაფუძნების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი აიზეგამ, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართული ჟესტური ენის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება
ქართული ჟესტური ენისა და ჟესტური ენის თარჯიმნის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოში ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების სერტიფიცირებისა და პროფესიის განვითარების გზამკვლევი“ შეიქმნა.
Mikheil Chkhenkeli has opened a grant office for Horizon Europe at Gori University
The Minister of Education and Science of Georgia, Mikheil Chkhenkeli, has opened a Horizon Europe Grant Office at Gori State Teaching University, which will facilitate the successful participation of Georgian scientists in EU grant competitions and serve the needs of the region.
საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
სოციალური პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად მიმდინარეობს
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს.
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
Mikheil Chkhenkeli opens Tbilisi office of Evgeni Kharadze Georgian National Astrophysical Observatory
The Minister of Education and Science of Georgia, Mikheil Chkhenkeli participated in the opening ceremony of the Tbilisi office of Evgeni Kharadze Georgian National Astrophysical Observatory, addressed the audience and congratulated them on the opening of a new working space.
პროფესიული განათლების სფეროში სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდს (IFES) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება გრძელდება. უკვე შემუშავდა სამოქალაქო განათლების ახალი მოდული, მასწავლებლის გზამკვლევი და სტუდენტთა სახელმძღვანელო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ ენების ევროპულ დღეს!
ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების საზეიმო აღნიშვნას მთელი ევროპის მასშტაბით წელს 20 წელი უსრულდება!
ეკატერინე დგებუაძემ პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებთან „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ განხორციელების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ევროკავშირის რეგიონული მნიშვნელობის პროექტის „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ განხორციელების საკითხზე გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ნუნუ მიცკევიჩმა ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით წარდგა.
მერი ხაჩიძე – ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი
„ვცდილობ, ჩარჩოში არ მოვაქციო მოსწავლეები, წავახალისო, რომ იყვნენ უფრო გახსნილები, იგრძნონ მეტი თავისუფლება, გამიზიარონ საკუთარი სურვილები და არ შეეშინდეთ აზრის გამოთქმა, – ასეთია მარნეულის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლის მერი ხაჩიძის მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ექვს წელზე მეტია სახელმწიფო ენის შესწავლაში ეხმარება.No news found.