ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

გივი მიქანაძემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლის იუბილე მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 104-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გივი მიქანაძე შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გივი მიქანაძე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიის რეგიონში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებს ეწვია.

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის განხილვები გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მასწავლებლებთან, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „პრესტიჟში” სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

გივი მიქანაძე კახეთის რეგიონის პედაგოგებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გივი მიქანაძემ გურიისა და აჭარის რეგიონების მასწავლებლებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიისა და აჭარის რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

ბაია კვიციანი დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს გაეცნო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ახალაშენებული და რეაბილიტირებული პროფესიული განათლების სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს გაეცნო.

გივი მიქანაძე: ,,შეუფასებელია ილია მეორეს ღვაწლი ქართველი ერის ერთობაში, ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 48 წელს ულოცავს.

გივი მიქანაძე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ზვიად გაბისონიამ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

ზვიად გაბისონია ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის ბიურომ ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის (EDU-IA) წევრად აირჩია.

გივი მიქანაძე ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „ელჩების კონფერენცია 2025“ ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ სამუშაო სესიაში: „კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი - რბილი ძალის პლატფორმა დიპლომატიაში“ მიიღო მონაწილეობა.

გივი მიქანაძემ ჩუღურეთის რაიონის სასკოლო საზოგადოებასთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩუღურეთის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

გივი მიქანაძემ სამეცნიერო კონფერენციაში „ოკუპირებული აფხაზეთი – კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა” მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო კონფერენციაში „ოკუპირებული აფხაზეთი – კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა”, რომელიც ეძღვნებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს.

გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორსა და წარმომადგენლებთან ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები გამართა და მათთან ერთად უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა.