ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

განათლების ხელმისაწვდომობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი მარგველაშვილმა და სოზარ სუბარმა მოაწერეს.

საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალისტები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VII საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადა “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებით ჩატარდა და მასში 27 ქვეყნის 272 მოსწავლე, 125 პროექტით მონაწილეობდა.

მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ კახაბერ გუგეშაშვილმა დღეს, თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გიორგი მარგველაშვილი ნორჩ გამომგონებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VII საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულ 27 ქვეყნის 30 წარმომადგენელს შეხვდა. გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ VII-XII კლასელ მოსწავლეებს მინისტრმა კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

ათი ქართველი მოსწავლე ერთი წლით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება

დიდი ბრიტანეთის სკოლის დირექტორთა ასოციაციის HMC (Headmasters’ and Headmistresses’ Conference) პროექტების ჯგუფმა 2012 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში პირველი შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული ათი მოსწავლე და ერთი პედაგოგი, ბრიტანულ სკოლაში ერთწლიანი კურსის გასავლელად, 2013 წლის მაისში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან.

განათლების მულტიმედია ცენტრში ონლაინ კონფერენცია გაიმართა

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, განათლების მულტიმედია ცენტრში ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ონლაინ კონფერენციის თემა იყო მოსწავლეთა სამოქალაქო მონაწილეობა და ახალგაზრდების როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

რესურცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის მესამე ეტაპი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებაზე გადასულ აპლიკანტთა ნუსხა (თარიღისა და დროის მითითებით) იხილეთ ბმულ ფაილში.

მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ფსიქოლოგიური ცენტრი გაუწევს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა. დღეს, გიორგი მარგველაშვილმა ახალი პროექტი ჟურნალისტებს გააცნო.

რესურცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსის მესამე ეტაპს დამატებით 29 აპლიკანტი გაივლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე შემოსული 47 სააპელაციო განაცხადის განხილვის შემდეგ კომისიის გადაწყვეტილებით მდგომარეობა 19 კონკურსანტს შეეცვალა.

სამოქალაქო განათლების პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის “დემოკრატია იწყება შენით!” დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის დირექტორმა ჯანან ათილგანმა, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული 1,8 მილიონ ევროიანი პროექტის “დემოკრატია იწყება შენით!” შედეგები შეაფასეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტარა სონენშაინმა დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერამდე ტარა სონენშაინი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ და სამომავალო გეგმები განიხილეს.

საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013

მასწავლებელთა კონკურსის “პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში დღეს, 12 აპრილს გაიმართა პირველი ინტერნეტ კონსულტაცია. ჩართვა განხორციელდა მთელ საქართველოში 100-ზე მეტი ადგილიდან (თბილისი, წალენჯიხა, ჯვარი, ქუთაისი, ქობულეთი, ხაშური, პატარძეული, ზესტაფონი და ა.შ.), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დირექტორები, მასწავლებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგნენლები და პროექტში ჩართული პარტნიორები.

მინისტრი ქარელის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი ქარელის მე-2 საჯარო სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და სკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშავდება ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა, რომელიც თავისი შინაარსით ინოვაციურია საქართველოს ენობრივი განათლების სისტემისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი - ქართული ენის ფლობის დონეების (A1-A2, B1-B2) აღწერილობა.

საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრა რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური დღეს, რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში მივიდნენ და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გამართეს.

650 000 მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს

2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.

სემინარები სასკოლო ხელბურთში

საქართველოს რამდენიმე ქალაქში საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლებისათვის სემინარები ჩატარდება. მიღებული ცოდნა მათ გაკვეთილებზე ხელბურთის თამაშის გამარტივებული წესებით სწავლებაში დაეხმარებათ. სემინარს საერთაშორისო ექსპერტი ხელბურთში, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანტიშეკ ტაბორსკი განახორციელებს.

კომისიის მორიგი ანგარიში საზოგადოებას

კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა საქმეებს კვლავ მუშაობს და განიხილავს ამ დროისთვის შემოსულ მომართვებს.

მინისტრმა ფასანაურის საჯარო სკოლას კომპიუტერები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ფასანაურის საჯარო სკოლა მოინახულა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. მინისტრი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც შეხვდა და მათ მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე დაინტერესდა სკოლის მდგომარეობით და არსებული პრობლემებით.

უწყებათაშორისი კომისია ნაძალადევის რაიონის სკოლის დირექტორებს შეხვდა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კომისიას ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ მიაწოდა, რომელიც მათ ნაძალადევის რაიონში, შუალედურ არჩევნებზე საუბნო კომისიების დაკომპლექტების თვალსაზრისით ექმნებოდათ.