სიახლეები

დამოუკიდებლობის დღის პროგრამა
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამაქობულეთის პროფესიული კოლეჯის 50 წლისაა
ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კოლეჯში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. რამდენიმე სპეციალობაში კონკურსი ჩატარდა, მოეწყო მასტერ კლასები, კონფერენციები.წელს პირველად მსჯავრდებული მოზარდები გამოცდებს სკოლაში აბარებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების სისტემაში საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.მინისტრი თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია, სადაც დღეს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რარიტეტის დარბაზი გაიხსნა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა მიკროფილმების ელექტრონული არქივის პრეზენტაცია გაიმართა.ქარელის მე-2 საჯარო სკოლას ახალი სასკოლო მერხები გადაეცა
ქარელის მე-2 საჯარო სკოლას 100-მდე სასკოლო მერხი დღეს, კომპანია "ნობლ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა ჩაუტანეს. ქარელის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გასულ თვეში შეხვდა და სკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნო.
რესურცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის გასაუბრების შედეგები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გასაუბრების შედეგად აპლიკანტები შეარჩია.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საერთაშორისო სატენდერო განაცხადები
2013 წლის 14 მაისს MCA-Georgia-მ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული II კომპაქტის „ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კომპონენტის“ სასწავლო ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებების სეგმენტის ფარგლებში, გამოაცხადა ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე „საქართველოში საჯარო სკოლების დიზაინის შემუშავებისა და გარემოსდაცვითი/სოციალური/გენდერული კვლევების ჩასატარებლად“.სპორტის სასახლეში საკალათბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის საკალათბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ
პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს 2012-2013 სასწავლო წელი, სერტიფიკატები გადაეცათ. მადლობის სიგელები და მედლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ორ საუკეთესო უცხოელ პედაგოგს გადასცა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია გაიმართა
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი პედაგოგი და მოწვეული სტუმარი სამოქალაქო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ფორუმის წევრ მასწავლებელთა გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირება განათლების სფეროში
2013 წლის 10 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით პირველი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე “კატასტროფის რისკის შემცირება განათლების სფეროში”.ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში კახისა და ბელაქნის რაიონების 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოების ცერემონია კახის რაიონის სოფელ ალათემურის კულტურის სახლში გაიმართა.სასკოლო საჩოგბურთო შეჯიბრებები
სპორტკომპლქს „გიო-მირის“ საჩოგბურთო კორტებზე საჯარო სკოლებს შორის ჩოგბურთის შეჯიბრების მეორე საფინალო ეტაპი გაიმართა. ფინალში პირველი ეტაპის ქვეჯგუფების გამარჯვებული 64 ბავშვი მონაწილეობდა. ფინალისტებს სამხსოვრო დიპლომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ გადასცა.
საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013
მასწავლებელთა კონკურსის “პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში მეხუთე ინტერნეტ კონსულტაცია გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ინტერნეტით მიმართა მასწავლებლებს.
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე ”მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში”.ევროპის კვირეულის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განიხილეს..jpg)
სასწავლო პროგრამები უცხოეთში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.ელექტრონული სწავლების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის ორგანიზებით, ელექტრონული სწავლების (eLearning) ექსპერტებმა პროექტის- „ელექტრონული სწავლების პერსპექტივები პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია გამართეს.განსაკუთრებული დღე 198-ე საჯარო სკოლაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 198-ე საჯარო სკოლას ეწვია, საგაკვეთილო პროცესს გაეცნო და მოსწავლეების მიერ დამზადებული სააღდგომო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა დაათვალიერა. მინისტრი სპეციალიზირებული სკოლის პრობლემებით დაინტერესდა და დირექტორისაგან სრული ინფორმაცია მიიღო იმ საჭიროებებზე, რომელიც აუცილებელ მოგვარებას მოითხოვს..jpg)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
დღეს, 09:00 საათიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათისათვის საქართველოს მასშტაბით 18 საჯარო სკოლა შეივსო. აღინიშნება მაღალი აქტივობა. ამ დროისათვის 20 ათასი მოსწავლეა დარეგისტრირებული, რაც მთლიანი რეგისტრაციის დაახლოებით 40%-ია.2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ პირველკლასელთა რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.სიახლეები ვერ მოიძებნა.