ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

სასკოლო კონკურსის ფინალისტები დაჯილდოვდნენ

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ სასკოლო კონკურსის 40-მდე ფინალისტს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სერტიფიკატები და სასაჩუქრე ბარათები გადასცა.

მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 200-მდე სტუდენტს შეხვდა.

ინვესტიცია საქართველოს მომავალში

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ორგანიზებით დღეს, კონფერენცია იმართება სახელწოდებით „ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული გეგმა“. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სამეურვეო საბჭოს არჩევნები

2013 წლის 9 ივნისს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების განმეორებითი კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს განმეორებით კონკურსს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით.

მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა 250 წლისაა

სოფელ მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა პროექტით „წმინდა ანტონ მარტყოფელი და მარტყოფში განათლების 250 წლიანი ეპოქა“, დაარსებიდან 250 წლის იუბილეს აღნიშნავს. დღეს, კვირეულის ფარგლებში, რამდენიმე დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.

მოსწავლეები ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპებს გაეცნობიან

საერთაშორისო სასკოლო პროექტის - SPARE (School Project for Application of Resources and Energy) ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ნორვეგიელი ინკლუზიური განათლების ექსპერტები სამუშაო შეხვედრებს მართავენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ნორვეგიელი არქიტექტორი და ინკლუზიური განათლების ექსპერტები 3-7 ივნისს დარგის ქართველი სპეციალისტებისათვის სემინარს მართავენ.

სოფელ სადახლოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორს სამინისტროს ჯილდო გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დღეს, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორს ადილ შარიფოვს გადასცა.

სამეცნიერო მრგვალი მაგიდა გაიმართა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განწყობის ფსიქოლოგია – იმპლემენტაცია და განვითარების პერსპექტივა“ ფარგლებში, სამეცნიერო მრგვალი მაგიდა გაიმართა. კონფენეციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშილმა მიიღო.

„ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან“ - თბილისში გამოფენა გაიხსნა

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი) ორი გამოფენა - „იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად“ და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“ გაიხსნა. გამოფენა გიმნაზიის დირექტორმა ამირან ჯამაგიძემ, საქართევლოს პირველმა ლედიმ და საქართველოს გაეროს ასოციაციამ გახსნა.

სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს გადაწყვეტილებით, 2013-2014 სასწავლო წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. სახელმძღვანელოების დაბეჭდვას „გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი პრინტი და მვპ“ უზრუნველყოფს.

გიორგი მარგველაშვილი რეფორმების გერმანელ ექსპერტს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს გერმანელ სტუმარს, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს (ძველი მსოფლიოს ისტორია), გერმანიის ფილოსოფიის ფაკულტეტების გაერთიანების თავმჯდომარეს ტასილო შმიტს შეხვდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი #11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში მივიდნენ, მსჯავრდებულ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად მხატრული და შემეცნებით ლიტერატურა გადასცეს.

შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „არაძალადობრივი თანაარსებობა და კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლებში - რეალობა და გამოწვევები“.

მინისტრმა სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მასწავლებელი დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, განათლების სისტემის თანამშრომელთათვის, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მომავალი თაობის აღზრდაში, სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დაწესდა.

რისკების შემცირების მიმართულებით მემორანდუმი გაფორმდა

კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ზოგადი განათლების რეფორმირება ეკონომიკური განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით

თემაზე „ზოგადი განათლების რეფორმირება ეკონომიკური განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით“ სამუშაო შეხვედრა თბილისის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლაში გაიმართა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს. დღეს, შტაბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური.

ლამბალოში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამინისტროს გადაწყვეტილება გააცნო.

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გააკეთა.