სიახლეები
სკოლებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს
სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო სკოლებისათვის ეტაპობრივად გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მივიდა და წიგნების გადაცემის პროცესს გაეცნო.საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა გამართა.მინისტრი პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, თბილსის ივენე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა და სუდენტთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომელთაც უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მინისტრთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.MCA-საქართველოს მე-2 კომპაქტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მოწვევით, ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს ფონდმა, ბიზნეს საზოგადოებას საქართველოში MCC-ის მეორე კომპაქტი წარუდგინა.იმერეთის რეგიონში ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილი ფსიქოლოგიური ცენტრი გახსნა.აკაკის მუზეუმს უნიკალური ექსპონატი შეემატა
საქართველოს ვიცე–პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელით აკაკის სახლ–მუზეუმს მგოსნის ხელჯოხი გადასცა.შეხვედრა ბათუმელ პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და ის სიახლეები გააცნო, რომელიც ბოლო პერიოდში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელდა.მინისტრი სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიას ეწვია
საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და ბიზნესმენი ლევან ვასაძე სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიას ეწვიენ.სომეხ და აზერბაიჯანელ პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“(CCIIR) ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ დაწყებითი კლასების 40 სომეხ და აზერბაიჯანელ პედაგოგს სერტიფიკატები გადასცეს.პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი სიახლეები მინისტრმა სტუდენტებს გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დღეს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული სიახლე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.ზუგდიდელი პედაგოგი სამკერდე ნიშნით „ამაგდარი“ დაჯილდოვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დღეს, მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ვაჟა ესართიას გადასცა.
ზესტაფონის რაიონში ახალი სკოლა აშენდება
ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. დღეს სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ჩავიდნენ და ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სკოლა აშენდება.კუმისის სკოლას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა
გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის საჯარო სკოლას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა.
დეკლარაცია უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების შესახებ
საჯაროდ განხილვისათვის წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დეკლარაციას უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების შესახებ.მარნეულის რაიონში კიდევ ერთი ახალი სკოლა აშენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, მარნეულის რაიონის სოფელ ახალი დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა და ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამინისტროს გადაწყვეტილება გააცნო.
ექსტერნის გამოცდები გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლის 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ბანკებში გაივლიან
ქალაქ თელავის საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს, მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.კონფერენცია თემაზე - განწყობის თეორია, იმპლემენტაცია და განვითარება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის“ 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „განწყობის თეორია, იმპლემენტაცია და განვითარება“ გაიმართა.პედაგოგთა შვებულება
საჯარო სკოლების პედაგოგთა ანაზღაურებად შვებულებასთან დაკავშირებული სიახლე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ თბილისის საჯარო სკოლების 80-მდე დირექტორს თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ორგანიზებულ შეხვედრაზე გააცნეს.41-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე დასაჩუქრდა
მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მეოთხეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეს ანნა-მარია კარტოზიას დღეს, უკრაინის მოქალაქის ქალბატონ მარგარიტა ბასიკის სახელით, საჩუქრად ნეთბუქი გადაეცა.სიახლეები ვერ მოიძებნა.