ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

პროფესიული განათლების განვითარებაზე კონფერენციაზე იმსჯელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ორგანიზებით დღეს, კონფერენცია გაიმართა თემაზე – „პროფესიული განათლების განვითარება – პროფესიული განათლების სტრატეგია, პროფორიენტაცია და ხარისხის გაუმჯობესება“.

გიორგი მარგველაშვილმა ახალი მინისტრი წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ახალი მინისტრი - თამარ სანიკიძე წარუდგინა. თამარ სანიკიძე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, არის თანაავტორი სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა ახალი პროექტისა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო მოძრაობის ლიდერთა ფორუმი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო მოძრაობის ლიდერთა მეორე შეხვედრა გახსნა, რომელიც აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ორგანიზებით, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში გაიმართა.

ვეფხისტყაოსნის უძველესი კოლექცია მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 94 ხელნაწერის UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში - ,,მსოფლიო მეხსიერება’’ შეტანას მიეძღვნა.

მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეცამეტე ჯგუფის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებისა და ინოვაციების ბაზრის განვითარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორში მიმდინარე მსოფლიო ტენდენციებისა და ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამებისა და ინოვაციების განვითარების თემაზე პრეზენტაცია გაიმართა.

WorldSkills Georgia-ს წარმატებული სტარტი

გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დასრულდა WorldSkills-ის პროფესიული უნარების 42-ე საერთაშორისო კონკურსი. საქართველომ კონკურსში წელს პირველად ასოცირებული წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

კომისიის სამუშაო შეხვედრის ანგარიში

მიმდინარე წლის 11 ივლისს, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაეთმო მომართვების არსებითად განხილვას, კომისიამ მოუსმინა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე აპლიკანტთა ტესტირების შედეგები ცნობილია.

გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგს თეა საძაგლიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ენერგეტიკული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია–გამოფენას დაესწრნენ და საუკეთესო პროექტისა და პრეზენტაციის ავტორი გუნდი, ასევე, საუკეთესო მომხსენებლები შესაბამისი დიპლომებით დააჯილდოვეს.

კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მორიგი სამუშაოს შეხვედრა გამართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კომისიის სახელზე 2013 წლის 14 იანვრამდე 830 განცხადება შემოვიდა.

სამინისტრო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ტესტირება 2013 წლის 10 ივლისს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.) მითითებული განრიგის შესაბამისად გაიმართება.

შეხვედრა ექსპერტთა კლუბში

საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ინიციატივით დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთის მოსახლეობას, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

სკოლის დირექციას და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს ხელფასი მოემატება

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გაზრდის შემდეგ, 2013 წლის სექტემბრიდან, ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის დირექციას, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს ხელფასი გაეზრდება.

თამარ სანიკიძე ქუთაისის საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს გაეცნო.

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.

საქართველოს გუნდი საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება

კონკურსის - WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები მიმდინარე წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქ ლაიპციგში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწიულეობას.