ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

ტრენინგი პირველი კლასის დამრიგებლებისთვის

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს მასშტაბით პირველი კლასის ყველა დამრიგებელი სპეციალურ ე.წ. ბუქების ტრენინგს გადის. ტრენინგის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნენ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე ტრენინგები მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის ახალი წესი შემუშავდა, რომლის გასახორციელებლად, მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან, 23 აგვისტოს ჩათვლით, რეგისტრაციის პროცესში მონაწილე თანამშრომელთა ტრენინგები მიმდინარეობს.

მინისტრი საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბაკურიანის საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად, უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარებს დაესწრო.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის მესამე ეტაპი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს-საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის შემდგომ ეტაპზე, გასაუბრებაზე გადასულ აპლიკანტთა ნუსხა (თარიღისა და დროის მითითებით) იხილეთ ბმულ ფაილში.

უმაღლესი განათლების რეფორმებთან დაკავშირებით სემინარი გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, საქართველოში იმყოფება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი. უცხოელმა ექსპერტმა, საუნივერსიტეტო მოწყობის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამდღიანი სემინარი გამართა.

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო. ტესტირება, 21-22 აგვისტოს ჩატარდება.

SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში სმარტ სკოლა გახსნა

სამსუნგის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში სმარტ სკოლის კლასი გახსნეს.

კომისიამ ქუთაისის სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

კომისიის მორიგი სხდომა თბილისში, 2013 წლის 8 აგვისტოს გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ქუთაისის ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაცია შეაჯამეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

მინისტრი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, კასპის რაიონის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრემიებითა და სიგელებით დააჯილდოვა. წელს პირველად, მადლობის სიგელები გამარჯვებული მოსწავლეების 80-მდე პედაგოგსაც გადაეცა.

ქართველი მოსწავლეები CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში

საქართველოს სკოლების 10 საუკეთესო მოსწავლე 5 დღით შვეიცარიაში, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრა. ეს მოსწავლეები „საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის“ მონაწილე 70 მოსწავლიდან შეირჩნენ.

პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე კომისია მუშაობას რეგიონებში აგრძელებს

განათლების სისტემიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

პროექტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის წარმატებით დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ”სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის”.

უმაღლესი განათლების რეფორმებთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, საქართველოში იმყოფება ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი. უცხოელმა ექსპერტმა, საუნივერსიტეტო მოწყობის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამდღიანი სემინარი გამართა.

სამუშაო შეხვედრა მინისტრთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის - MCC” აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს, კორპორაციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ლია ჰენლისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

“მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და “მშვიდობის კორპუსის“ დირექტორმა საქართველოში მორა ფულტონმა დღეს, თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესს იწყებს, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

სიახლე სასტიპენდიო პროგრამაში „ცოდნის კარი“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, იმ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც სამინისტრო მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამებზე სწავლას უფინანსებს.

ქართულ პროექტს ინგლისელი ექსპერტი აფასებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის მსვლელობას -„ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამა“, დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ჯაილს სატონი გაეცნო. ინგლისელი სპეციალისტის ჩამოსვლის მიზანია დააკვირდეს და შეაფასოს პროექტი, რომელსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისი“ დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

2013 წლის გამოცდები 17 ივლისს დასრულდა

2013 წლის გამოცდები დასრულდა. შემაჯამებელი ბრიფინგი დღეს, გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ საგამოცდო პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მხოლოდ 2 აბიტურიენტი და 3 პედაგოგი მოიხსნა.