სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მილოცვა სკოლებს
საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლების ადმინისტრაციასა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მილოცვა სტუდენტებს
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებულად კი პირველკურსელებს! მინდა მივულოცო მათ ის წარმატება, რასაც მიაღწიეს - გახდნენ სტუდენტები!ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა.ღვინის დღე საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’
საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ „ღვინის დღე“ გაიმართა. ღონისძიება პროფორიენტაციული ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მოსახლეობაში პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდას, პროფესიულ განათლებაში მეღვინეობის, როგორც ყველაზე ძველი დარგის პოპულარიზაციას და ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნებას, კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებას და ა.შ.რეგიონებში ცხრა ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საჯარო სკოლების აშენების გადაუდებელი საჭიროება განსაზღვრა.კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი 2013“ იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2013“ აცხადებს.წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა თბილისის საჯარო სკოლების 302 მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), პერსონალურ კომპიუტერები გადასცეს.
ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდნენ
ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული რვა საუკეთესო მოსწავლე დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს საუსჰემპტონში (ინგლისი) ლუისის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში გადიოდნენ.თამარ სანიკიძემ სტუდენტებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა 200 სტუდენტს შეხვდა და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირების პროცესს გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას დღეს, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნო.საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა სულხან სისაურმა ინფორმატიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროს სახელით ფულადი ჯილდოები გადასცეს.
დირექტორის შესარჩევი კონკურსის დამატებითი რეგისტრაციის ვადა 5 სექტემბერს იწურება
შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც 2012 წელს წარმატებით გადალახეს სერტიფიცირების პროცესის ტესტირების ეტაპი და სურთ ჩაერთონ 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიცირების პროცესში გასაუბრების ეტაპიდან, მაგრამ ჯერ არ გაუვლიათ რეგისტრაცია, საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ დამატებით ვადაში 2013 წლის 02 სექტემბრის 12:00 საათიდან - 2013 წლის 05 სექტემბრის 20:00 საათამდე.ქართულ-გერმანული პროექტი ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გერმანელ პარლამენტარს, განათლების კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს ეუნს ლიპსდორფს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული საგანმანათლებლო ურთიერთობების დამყარება იყო.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ, წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი მოთხოვნის დაცვის თაობაზე, სპეციალური განცხადება გააკეთა.მომავალ წელს სამტრედიის ყველა სკოლა გაზიციფირებული იქნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს, სამტრედიის მე-8 და სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის გასაუბრების გრაფიკი იცვლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს-საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების გრაფიკში ცვლილებებია.პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორი ჩაერთო
პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ლიბერთი ბანკსა“ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ 12 საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.700-მდე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის უფლებით ისარგებლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით აბიტურიენტები, რომელთაც 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი გადალახეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ მათ მიერ არჩეულ ვერც ერთ ფაკულტეტზე, მეორადი ჩარიცხვის უფლებით ისარგებლებენ. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.ტრენინგი თემაზე - პროფესიული პედაგოგიკა და დიდაქტიკა
მიმდინარე წლის 26-31 აგვისტოს გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება(GIZ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ მხარდაჭერით, ატარებს ტრენინგს თემაზე - პროფესიული პედაგოგიკა და დიდაქტიკა.სპეციალური კომისია რეგიონალურ შეხვედრებს აგრძელებს
განათლების სისტემიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად, ბათუმში გაიმართა. 24-25 აგვისტოს კომისიის წევრები აჭარისა და გურიის რეგიონებიდან შემოსული მომართვის ავტორებს შეხვდებიან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებს მოისმენენ და საქმეების არსებით განხილვას აწარმოებენ.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.სიახლეები ვერ მოიძებნა.