ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებს სპეციალური კომისია სწავლობს

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ, რომლის შექმნაც მთვარობის 1 ოქტომბრის სხდომაზე გადაწყდა, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი სხდომა გამართა.

ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებს ტრენინგებს უტარებენ

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ასოციაციის ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებს და ფსიქოლოგებს ხუთდღიან ტრენინგებს უტარებენ.

პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მესამე ნაკადის 114 მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.

ენების ევროპული დღე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლამდელი განათლების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სკოლამდელი განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია “სკოლამდელი განათლება საქართველოში - რეალობა და პერსპექტივები” გაიმართა.

პროფესიული განათლების წარმომადგენელთათვის კონფერენცია გაიმართა

პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მორიგი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

თამარ სანიკიძემ აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი დააჯილდოვა

27 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი “ამაგდარი” კიდევ ერთ, სოხუმიდან დევნილ, ღვაწლმოსილ პედაგოგს აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს სონია სონგულიას გადასცა.

სოხუმელ პედაგოგს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სოხუმელ ღვაწლმოსილ პედაგოგს, თბილისის #51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს მანანა დოლიძეს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები პროფესიულ პროგრამებზე ისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორაგნიზებით, პირველად საშემოდგომო მიღებისას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ჩაერთვებიან.

კახეთისა და იმერეთის რეგიონების წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 225 მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), პერსონალურ კომპიუტერები გადასცეს.

ახალი სასწავლო ცენტრი ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ნავთლუღის ქვესადგურში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი გახსნეს.

ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა აარონ ეტინგენმა მოაწერეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის კვალიფიციურ კადრად მომზადებას და მის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

თამარ სანიკიძემ სოხუმისა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

23 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, ორივე უნივერსიტეტში მივიდა, სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

სოფელ ლამბალოში საჯარო სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმიკაშვილმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მოსამზედებელი სამუშაობის მიმდინარეობა გააცნო.

პატარა პაციენტები შესაბამის გარემოში ისწავლიან

,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება განხორციელდება.

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სკოლის ახალი შენობა ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა არასრულწლოვანთა #11 სპეციალიზებული დაწესებულების სკოლის ახალი შენობა დაათვალიერეს, პედაგოგებს შეხვდნენ და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

2013-2014 სასწავლო წელი დაიწყო

16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და სტუდენტებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდკონტიგენტიან 47-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.

ახალი სასწავლო წელი თსუ–ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მიულოცეს.

ქეთევან ნატრიაშვილმა სწავლის დაწყება თიანეთელ მოსწავლეებს პირადად მიულოცა

თიანეთიდან მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ლია გიგაური რუსთავის მე-12 საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს პირადად მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.