ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

ტყიბულის რესურსცენტრის უფროსად კახაბერ კუპატაძე შეირჩა

ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად კახაბერ კუპატაძე შეირჩა.

მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო

აბიტურიენტებს, რომელთაც 2013 წელს გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე 21 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ვებგვერდზე: http://registration.emis.ge/index.php?module=naec

ახმეტის რესურსცენტრის უფროსად მანანა ნადიბაიძე შეირჩა

ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად მანანა ნადიბაიძე შეირჩა.

განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებს რეგიონებში ეცნობიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფართომასშტაბიანი პროექტი დაიწყო, რომელიც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ამსახველი პრეზენტაციებით რეგიონებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას გულისხმობს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის - “სოკარ“ (აზერბაიჯანი) დირექტორმა როვნაგ აბდულაევმა დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ბიბლიოთეკარის სტანდარტი, განკუთვნილი როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ბიბლიოთეკარებისთვის. სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტის პრეზენტაცია სამინისტროში შედგა.

აბაშის რესურსცენტრის უფროსად მერაბ მიგინეიშვილი შეირჩა

ქალაქ აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად მერაბ მიგინეიშვილი შეირჩა.

ახალი პროექტები ინკლუზიურ განათლებაში

2013 წლიდან ინკლუზიური მიმართულებით არაერთი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, 50 წლის შემდეგ პირველად, უსინათლო მოსწავლეებისათვის სპეციალური სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა.

მილენიუმის პროექტის ფარგლებში სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო.

გორის რესურსცენტრის უფროსად ზურაბ ქარელი შეირჩა

ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ზურაბ ქარელი შეირჩა.

პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება მიმდინარეობს

2013 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ 15000-მდე აპლიკანტის ტესტირება მიმდინარეობს.

თამარ სანიკიძე დვანისა და ტახტიძირის საჯარო სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, სოფლების დვანისა და ტახტიძირის საჯარო სკოლებში ჩავიდნენ.

მესტიის რესურსცენტრის უფროსად დარეჯან ნიგურიანი შეირჩა

დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დარეჯან ნიგურიანი შეირჩა.

ამბროლაურის რესურსცენტრის უფროსად კახაბერ რეხვიაშვილი შეირჩა

ქალაქ ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად კახაბერ რეხვიაშვილი შეირჩა

საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უპრეცედენტო პროექტს განახორციელებს - 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხრა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება.

“შემოდგომის ლექციები თბილისში“

12-26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გერმანიის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის პროფესორები პროექტის ფარგლებში - შემოდგომის ლექციები თბილისში, ლექციებს წაიკითხავენ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ლიტვური პროექტი ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი დაათვალიერეს.

ტრენინგი ინკლუზიური განათლების მასწავლებლებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ინკლუზიური განათლების მასწავლებელთათვის ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიებას თბილისისა და რეგიონის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

5 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეული 100-მდე მასწავლებელი, მათი ტრენერები და ჟურნალ „მასწავლებელის“ ავტორი პედაგოგები ესწრებოდნენ.

ლია გიგაური სამთავრობო კომისიას ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის წევრი ლია გიაგური დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იყოფებოდა, კერძოდ, სოფელ ქვეშში, დიცსა და ერგნეთში.

ინკლუზიური განათლება საქართველოში

„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის 64-ე და 166-ე საჯარო სკოლებში სენსორული (სმენა) და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი საფეხურის მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასები ამოქმედდება, სადაც მოსწავლეები მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისითა და კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.