ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სებასტიან მოლინეუსთან, რომელსაც განათლების სხვადასხვა სფეროს მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

ქართული გალობის ანთოლოგია პრინსტონის უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა

ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ანთოლოგიის რვატომეული პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გიორგი დონაძემ გადასცა. ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა და ანსამბლ "ბასიანის" ხელმძღვანელმა უნივერისტეტის ბიბლიოთეკას "შენ ხარ ვენახის" ნოტირებული მასალა და აუდიო ვერსიებიც გადასცა.

სოფელ მუხრანის საჯარო სკოლაში მებაღეობის სწავლება დაინერგება

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში - ,,პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების გაძლიერება შიდა ქართლის მხარეში" მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის №1 საჯარო სკოლში დეკორატიული მებაღეობის პროგრამის ელემენტების შეტანა დაიწყო.

კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზისა და პორტალის პრეზენტაცია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან თანამშრომლობით, შეიმუშავა და დანერგა კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო ბაზა და პორტალი.

პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღება გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღება გრძელდება.

პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა „კულინარიის ხელოვნებაში“

2019 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის „კულინარიის ხელოვნება“ საკვალიფიკაციო გამოცდა სახელმწიფო კოლეჯების „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ 21 პროფესიული სტუდენტისათვის.

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.

კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

მწერალთა სახლში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ჰოლივუდში გამართულ კინოფესტივალზე დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს!

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის „შინდისი“.

მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ მერეთში

პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, სოფელ მერეთის ადგილობრივ მოსახელობასთან ხელოვანებმა და მეცნიერებმა შეხვედრა გამართეს.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ პრესკონფერენცია

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თბილისის ბაროკო ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის პროგრამასა და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ქერელაშვილმა და ფესტივალის სტუმრებმა ისაუბრეს.

„მრავალფეროვანი საქართველო“ პანკისში

11 ნოემბერს, 14:30 საათზე, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და კულტურის ცენტრში მეცნიერები და ხელოვანები შეხვედრას გამართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან;

ლევან ხარატიშვილის სამუშაო ვიზიტი მოლდოვის რესპუბლიკაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, ევროპის საბჭოს მისიის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძე, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბადრი მაისურაძემ, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებს თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ლაშა შეროზია, წარუდგინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მწერალთა სახლში - კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის

მწერალთა სახლი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის, 10 დეკემბრის აღსანიშნავად აცხადებს პლაკატების კონკურსს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.

პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერით ერთთვიანი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს.

საერთაშორისო მასტერკლასი „ინტერკულტურული, ინტერლინგვალური და ინტერმედიალური შემოქმედების როლი კულტურის პოლიტიკის ფორმირებაში“

საქართველოს განათლებს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-5 ნოემბერს ტარდება საერთაშორისო ღონისძიება „ინტერკულტურული, ინტერლინგვალური და ინტერმედიალური შემოქმედების როლი კულტურის პოლიტიკის ფორმირებაში - მასტერკლასი: „ვკითხულობთ გივი მარგველაშვილს“.

თბილისსა და ბათუმში თბილისის ფიზიკა-მათემატიკის კომაროვის სკოლის ორი ფილიალის მშენებლობა იწყება

კომაროვის სკოლის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში დამატებით ორ ფილიალს - თბილისსა და ბათუმში აშენებს.

„ნაცნობი და უცნობი ყაზბეგი“ წიგნის პრეზენტაცია

1 ნოემბერს, 19:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს 4) გაიმართა ალექსანდრე ყაზბეგის კრებულის „ნაცნობი და უცნობი ყაზბეგი“ პრეზენტაცია.