ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8104

ფილტრი

ნაპოვნია8104

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის დაფინანსება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის N650 ბრძანების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დამტკიცებული სტუდენტთა სია (ბაკალავრები) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 25 დეკემბრის N650 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით დამტკიცებული სტუდენტთა სია (მაგისტრები)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს მეცნიერების წახალისებას და მათ მხარდაჭერას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის” გამარჯვებული მკვლევრების მიღება და მათი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება

პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2018 წელს სტუდია „მემატიანეში“ არსებული 12 000 ყუთი კინოფირის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან 1 წუთის ციფრულ ფორმატში გადაყვანა მოხდა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის კიდევ ერთი აქცია

გასართობ ცენტრ Ballroom-ში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის კიდევ ერთი საინტერესო აქცია ჩაატარა.

მიხეილ ბატიაშვილი: განათლების რეფორმა წარმოუდგენელია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გარეშე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის სამაგალითო შესრულებისთვის 54 მანდატური მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა, ასევე, მანდატურის სამსახურის შვიდ თანამშრომელს.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით IX ფორუმი

21 დეკემბერს, მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრში FABRIKA/ფაბრიკა, საქართველოს ახალგაზრული ორგანიზაციების რიგით IX საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა.

ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

18-21 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

მინისტრის შეხვედრა ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრებთან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, კომიტეტის აღმასკომის წევრებს და სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა.

პროფესიული უნარების განვითარების მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD program) მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა. ელექტრონული პლატფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტთა სია

,,2018-2019 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის №42/ნ ბრძანების მე-2 და მე 4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტუდენტების სია

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტთა სია

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბაკალავრთა სია. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მაგისტრანტთა სია.

მიუსაფარი ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები მოქმედებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების და ახალგაზრდების, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე მიზნობრივი ჯგუფების ფორმალურ განათლებაში სრულფასოვანი და ეფექტური ჩართულობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, აქვე შეჯამდა მიმდინარე წლის შედეგებიც. ღონისძიებას დაინტერესებული და ჩართული მხარეები ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

მიხეილ ბატიაშვილი: "ჩვენი რეფორმების განხორციელება თანამედროვე დასავლური სტანდარტების წარმატებით დანერგვას ნიშნავს"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და უმნიშვნელოვანესი უწოდა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რასაც სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას აჭებს.

მიხეილ ბატიაშვილი: „თქვენ უნდა გახდეთ თანამონაწილე იმ ძირეული რეფორმისა, რასაც ასე საჭიროებს განათლების სისტემა

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო. მან ცენტრის ერთი წლის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში 110 ათასამდე ახალგაზრდა იყო ჩართული

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიგა გაბელაიამ, ცენტრის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი

17 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა.

კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“.

პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით დუალურ განათლებაში შეზდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართვის მოდელი შეიმუშავა, რომლის საბოლოო შედეგების პრეზენტაციაც სამინისტროში გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ შეაჯამა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

„ჩაერთე რაგბიში“ - ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის განხორციელდება

„ჩაერთე რაგბიში“ არის ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს. ამ მიმართულებით, 150-ე საპილოტე სკოლაში აქტივობები ერთი სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეფორმის ეს მიმართულება სპორტის მუდმივ, გრძელვადიან ჩართულობას გულისხმობს სასკოლო ცხოვრებაში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. ერთიან პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ცალკეული მიმართულებები უკვე ინერგება საპილოტე სკოლებში.

ირინა აბულაძემ „მთის შვილის“ სტატუსით მაღალ მთაში მოღვაწე ჭადრაკის მწვრთნელი, ჯემალ საღინაძე დააჯილდოვა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჯემალ საღინაძე „მთის შვილის“ სტატუსით დააჯილდოვა.