ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8107

ფილტრი

ნაპოვნია8107

ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

„ჩაერთე რაგბიში“ - ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის განხორციელდება

„ჩაერთე რაგბიში“ არის ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს. ამ მიმართულებით, 150-ე საპილოტე სკოლაში აქტივობები ერთი სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეფორმის ეს მიმართულება სპორტის მუდმივ, გრძელვადიან ჩართულობას გულისხმობს სასკოლო ცხოვრებაში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. ერთიან პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ცალკეული მიმართულებები უკვე ინერგება საპილოტე სკოლებში.

ირინა აბულაძემ „მთის შვილის“ სტატუსით მაღალ მთაში მოღვაწე ჭადრაკის მწვრთნელი, ჯემალ საღინაძე დააჯილდოვა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჯემალ საღინაძე „მთის შვილის“ სტატუსით დააჯილდოვა.

მეცნიერებისა და მეცნიერთა ჯგუფების დაჯილდოების ცერემონია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოვლენილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერებისა და მეცნიერთა ჯგუფების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები სასაწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ

საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გამარჯვებული ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საჯარო და კერძო სკოლების 10 მოსწავლე პედაგოგებთან ერთად პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა და პორექტში ჩართული პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვა.

„ოქროდ ქცეული სიბრძნე“ გამოფენის გახსნა

5 დეკემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ გაიხსნა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ბათუმმა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა

ACES Europe - ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

მოსწავლეები CERN -ში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციაში (CERN, შვეიცარია) ვიზიტის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები და მათი პედაგოგები ცერნში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განაცხადება

უკანასკნელი დღეების განმავლობაში განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება! აღნიშნული აზიანებს სასწავლო პროცესს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

ქართველი მოსწავლეები CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებს გაეცნენ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე 10 საუკეთესო მოსწავლე საჯარო და კერძო სკოლებიდან და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) იმყოფებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განაცხადება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.

მდგომარეობათა შორის | In-between Conditions გამოფენის გახსნა

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, “KHIDI“-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (მის: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, მარჯვენა სანაპირო) გაიხსნება მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტი, სახელწოდებით „მდგომარეობებს შორის” (In-between Conditions).

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, იმ საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ცალკეულ პროექტებს ახორციელებენ.

სამშენებლო მიმართულების პროფესიულ პროგრამებზე დუალური მიდგომით სწავლება დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დუალურ სწავლებაში ჩართული კერძო საამშენებლო კომპანიების ინსტრუქტორები და პროფესიული განათლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

მიხეილ ბატიაშვილი: „უდიდესი აღიარებაა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გაიხსნება“

დღეს, „აკადემია ევროპეას“ მმართველმა საბჭომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოში „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრის გახსნის შესახებ. საქართველო პირველი ქვეყანა იქნება ევროკავშირის მიღმა, სადაც ცენტრი დაფუძნდება.

მიხეილ ბატიაშვილი: სამინისტრო იზრუნებს, რომ უნიკალური კატალოგი გაიგზავნოს მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ცენტრებში“

27 ნოემბერს, „ხელოვნების სასახლეში, წიგნის „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.

მიხეილ ბატიაშვილმა საფეხბურთო კლუბ მილანის აკადემიასთან მოზარდებისთვის ერთობლივი პროექტის განხილვა დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საფეხბურთო კლუბ მილანის აკადემიის დელეგაციასთან მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას გულისხმობს.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი თეატრალური მოღვაწის ამირან შალიკაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი თეატრალური მოღვაწის, საქართველოში პანტომიმის ჟანრის ფუძემდებლის, თბილისის პანტომიმის თეატრის დამაარსებლის, ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტის ამირან შალიკაშვილის გარდაცვალების გამო. დაკრძალვა - 2018 წლის 29 ნოემბერს მახათას პანთეონში, გამოსვენება - თბილისის პანტომიმის თეატრიდან, 14:00 საათზე.

მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისში პედაგოგებს, კულტურის მოღვაწეებს, ვეტერან სპორტსმენებს სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ესაუბრა

22 ნოემბერს, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე წარიმართა საუბარი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ქუთაისის სკოლების მასწავლებლებთან, დირექტორებთან, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მიხეილ ბატიაშვილი: ქუთაისი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის განათლების უმნიშვნელოვანესი კერა

22 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 85 წლის იუბილე მიულოცა და ქუთაისის თეატრში შეკრებილ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მინისტრმა უმაღლესი განათლების მიღწევებსა და განსახორციელებელი რეფორმის იმ ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, რომელიც ახლო მომავალში მათივე ჩართულობით განხორციელდება. მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ასევე განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოებაზე, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაზე და უმაღლესი განათლების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის ქვეყანაში გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე.