ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

ვეფხისტყაოსნის ახალი ალბომი-კატალოგის პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ალბომი–კატალოგი გამოსცა.

სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტაჟირებაგავლილ პირებს სერტიფიკატები გადაეცათ. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და კურსდამთავრებულებმა ოთხი თვის განმავლობაში, სასწავლო პრაქტიკა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურებში გაიარეს.

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპს - გასაუბრებას აგრძელებს.

სკოლებს დაფინანსება გაეზარდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს შეხვდა.

ამერიკის მთავრობის საჩუქარი სოფელ ქვემო ნიქოზს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სოფელ ქვემო ნიქოზში ახალი სკოლის შენობა გახსნეს.

კატასტროფის რისკის შემცირების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტის “კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირება განათლებაში” დასკვნითი ღონისძიება გამართა.

კონფერენცია პროფესიული განათლების სექტორში ხარისხის გაძლიერების ხელშეწყობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2012 წლის სექტემბრიდან ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ხარისხის უზრუნველყოფისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში”.

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების განხორციელებას აგრძელებს.

აზერბაიჯანში არსებულ ქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში ქართველებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების ითითალას, ალიაბადისა და კახინგილოს ქართულ სკოლებს ეწვივნენ და მოსწავლეებს საჩუქრად ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები და დამხმარე სასწავლო მასალები გადასცეს.

ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებს შეხვდა და ის სიახლეები გააცნო, რომელიც სამინისტრომ სასწავლო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს.

სამინისტრო შიდა აუდიტის 2014-2016 წლების სტრატეგიულ და 2014 წლის წლიურ გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

ქალაქ წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ლირა ღურწკაია შეირჩა.

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების განხორციელებას აგრძელებს.

WorldSkills Georgia-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა, „ქორთიარდ მარიოტში“ WorldSkills Georgia-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის პილოტური პროექტი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად საქართველოს საჯარო მმართველობაში, IT აუდიტის პილოტურ პროექტს იწყებს. პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ,,GIZ” ორგანიზებით ხორციელდება.

ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში საჯარო სკოლების ჩართვა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში eflow ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა ფუნქციონირებს, რაც ამარტივებს სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლებთან დოკუმენტბრუნვის პროცესს.

მინისტრი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით, სტუდენტური პროექტის „თავისუფალი დისკუსია“ ფარგლებში გაიმართა.

პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის რეგისტრაცია იწყება

პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, რეგისტრაციას აცხადებს.

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ირაკლი ზვიადაური, ხოლო ქალაქ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად გულნაზი აფციაური შეირჩა.

ახალციხის რესურსცენტრის უფროსად ხათუნა ხმალაძე შეირჩა

ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ხათუნა ხმალაძე შეირჩა.