სიახლეები
საქართველოს მასშტაბით 57 სკოლის გაზიფიცირება განხორციელდა
2013 წელს 57 საჯარო სკოლის გაზიფიცირება განხორციელდა, 37 სკოლაში გათბობის ახალი სისტემა დამონტაჟდა. პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს თანამონაწილეობით ახორციელებს.კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.ფესტივალის „ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სამწუთიანი ფილმების ფესტივალის „ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების განმეორებითი კონკურსი
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრი უფროსის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმეორებით კონკურსს აცხადებს.პროფესიის არჩევაში მოსწავლეებს კონსულტანტები დაეხმარებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას’’ იწყებს, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის 2014 წლიდან ამოქმედდება.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზადრების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თაეტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვებისა და მათი თანატოლების მონაწილეობით სპექტაკლების ჩვენება გაიმართა.
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2013 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.ფრანგი სომელიეს მასტერკლასი პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის
საფრანგეთის საელჩოს, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტისა და კომპანია „ჯივიესის“ მხარდაჭერით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ ფრანგი ცნობილი მეღვინე ექსპერტი (სომელიე) მარი ბორდიე მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის შეცნობის ხელოვნებას ასწავლის.სოფელ აბანოში თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმიკაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მოსახლეობისთვის ახალი სკოლის მშენელბლობის პრეზენტაცია გამართა.
დაზარალებულ სტუდენტთა სწავლას სამინისტრო დააფინანსებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს.„განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ - სადისკუსიო დოკუმენტის პრეზენტაცია შედგა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი ,,ეროვნული მოდელი - განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლოპროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“.
ინფორმაცია მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამასთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი.საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი“ პრეზენტაცია გაიმართა.
საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპს - გასაუბრებას აგრძელებს.
ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში
კონკურსში „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ მონაწილეობის მსურველთათვის პარასკევს, 6 დეკემბერს, 14:00 საათზე ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტებს შეხვდა.198-ე საჯარო სკოლაში ”განსაკუთრებული გალერეა” გაიხსნა
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის №198 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ნამუშევრების ”განსაკუთრებული გალერეა” გაიხსნა. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.
სასწავლო პროგრამები უცხოეთში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.მარნეულსა და თეთრწყაროში ახალი სკოლები აშენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმეკაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლებში ახალი სკოლების მშენელბლობის პრეზენტაციები გამართა.ბათუმში მასწავლებლის სახლი გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბათუმში მასწავლებლის სახლი გახსნეს.უცხოური ენების პედაგოგთა კონფერენცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების მასწავლებელთათვის ორდღიანი კონფერენცია გამართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.