ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

მინისტრი პროფესიულ კოლეჯთა მონახულებას განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი მოინახულეს. სასწავლებელი სამინისტროს მიერ სრულად რეაბილიტირებულია.

სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის ახალი ეტაპი დაიწყო

პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, საჯარო სკოლებისათვის სასწავლო ლაბორატორიების გადაცემის ახალი ეტაპი დაიწყო.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” გამოცხადდა

სკოლის მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების, ტექნიკური ინოვაციებით დაინტერესებისა და ჩართულობის მიზნით, სამინისტრო აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

ინგლისურენოვანი პედაგოგების საქართველოში ჩამოსვლა გრძელდება

საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. 2011 წლიდან საქართველოში კვალიფიციურ მასწავლებელთა მეოთხე ჯგუფი ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, რუმინეთიდან და ირლანდიიდან ჩამოვიდა.

დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტი

სამტრედიის N15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა განახლებული ქუთაისი დაათვალიერა. აღნიშნული ღონისძიება სკოლის მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

განახლებული ჟურნალ ”მასწავლებლის” პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა განახლებული ჟურნალ ”მასწავლებლის” პრეზენტაცია გამართეს.

მინისტრმა იაკობაძეების მრავალშვილიან ოჯახს ენერგო ვაუჩერები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბადრი იაკობაძის 4 შვილიან ოჯახს ესტუმრა და ენერგო ვაუჩერები გადასცა. დიმიტრი შაშკინმა თავის კუთვნილ ვაუჩერთან ერთად, სოციალურად დაუცველ იაკობაძეების ოჯახს მინისტრის მოადგილეების კუთვნილი ენერგო ვაუჩერებიც მიუტანა, რითაც ოჯახი გარკვეულ შეღავათს მიიღებს.

სკოლის მანდატურებმა სისხლი ჩააბარეს

სკოლის მანდატურებმა “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა.

ანალიტიკური ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ანალიტიკური ესეების კონკურსის ”25 თებერვალი და 8 აგვისტო - ისტორიული პარალელები” გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მინისტრი ყველა პროფესიულ სასწავლებელს მოინახულებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გორის უნივერსიტეტის ის რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი დაათვალიერეს, სადაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე სწავლობენ და 15-მდე პროფესიას ეუფლებიან.

თსუ-ში დოკუმენტური ფილმის “საბჭოეთის ისტორია” ჩვენება გაიმართა

“ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლატვიელი რეჟისორის ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” წარუდგინა.

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესი შემუშავდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.

ოკუპაციის კვირეული გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე გამართულ ლექცია/დისკუსიას დაესწრო.

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №60 საჯარო სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა და სკოლას საჩუქრად საყმაწვილო ლიტერატურის კრებული გადასცა.

უფროსკლასელები ოკუპაციის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს ეცნობიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის მე-6 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებთან ერთად ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.

სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი დადგინდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლის 1 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის შედეგად ის IT სპეცილისტები შეირჩევიან, რომლებიც 2011 წლის საატესტატო გამოცდების ჩატარებას ტექნიკურად უზრუნველყოფენ.

მანდატურები ბათუმის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

ბათუმის სკოლის მანდატურები ბათუმის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ, მანდატურებმა მოზარდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს და საკუთარ წარმატებებზე და მიზნებზე ესაუბრნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

გუშინ, ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ „სკოლის მანდატურს“ იარაღის ტარების უფლება აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სპეციალური საშუალებებიდან სკოლის მანდატურს მხოლოდ რაციისა და მეტალოდეტექტორის ტარების უფლება აქვს.

მინისტრმა სიახლეები ინგლისურენოვან პედაგოგებს გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები სასტუმრო შერატონში უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ.