სიახლეები

Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინტერაქტიული დაფის Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ.
მინისტრი დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული პროფესიული კოლეჯის- New College აღმასრულებელ დირექტორს ჯეფ ჰილსს და ადამსის კოლეჯის დირექტორს ნიკ ვაიტ ჰაუსს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა პროფესიული განათლების რეფორმაზე ისაუბრა.
შეხვედრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ თბილისის №1 საჯარო სკოლაში მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ყველა საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა
„კანონი ჩვენს ცხოვრებაში“ პროექტი გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ”გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია” ახორციელებს პროექტს „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე და კომპანიების წარმომადგენლები 23-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ
”აკადემიური პალმის ” ორდენებით ქართველი პროფესორები დაჯილდოვდნენ
საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ საფრანგეთის სახელმწიფოს ჯილდო «აკადემიური პალმის» ორდენები გადასცა და რაინდისა და ოფიცრის წოდება მიანიჭა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელს.დიმიტრი შაშკინმა მაკმილანის გამომცემლობასთან მემორანდუმს მოაწერა ხელი
დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაკმილანის გამომცემლობასთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
ოქსფორდთან გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება
დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოქსფორდის უნივერსიტეტის, კერძოდ, ტრინიტი კოლეჯის პრეზიდენტთან სერ აივორ რობერტსთან და და მის მეუღლესთან ამავე კოლეჯის დეკანთან, ვაიდენფელდის სტიპენდიების კურატორთან ლედი ელიზაბეტ რობერტსთან შეხვედრა გამართა.
ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა
2011 წლიდან საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად საქართველოში კვალიფიციურ მასწავლებელთა მესამე ჯგუფი ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან ჩამოვიდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ერთადერთი ოლიმპიადა, რომელსაც სამინისტრო ატარებს არის ეროვნული ოლიმპიადა. ეროვნულ ოლიმპიადას ორგანიზებას უწევს გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით. დანარჩენი ყველა ოლიმპიადა არის კერძო ინიციატივა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ არის ჩართული მის განხორიცელებაში.
სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი გრძელდება
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი გრძელდება.
მინისტრი ლონდონის ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში ლონდონის ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა, სადაც დაესწრო ქართულის გაკვეთილს და მოსწავლეებს ქართული წიგნები გადასცა.
მანდატურები ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ
ქუთაისის სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს. საკუთარი შესაძლებლობები კი მოზარდებმა სიმღერითა და ლექსებით წარმოაჩინეს.
Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართეს.
სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მინისტრმა ონლაინ კონფერენცია გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა. ვიდეოსაკონფერენციო ჩართვა თბილისსა და ბათუმს შორის განხორციელდა.
პროექტის „ჩემი უფროსი მეგობარი“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა თბილისის №52 საჯარო სკოლაში პროექტის „ჩემი უფროსი მეგობარი“ პრეზენტაცია გამართეს. პროექტი გაეროს ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.
”ქართული კალიგრაფიის კონკურსთან” დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ”ქართული კალიგრაფიის კონკურსთან” დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
მინისტრმა კავკასიის უნივერსიტეტის ახალი შენობა დაათვალიერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კავკასიის უნივერსიტეტის ახალი შენობა დაათვალიერა, რომელიც ამჟამად დასრულების პროცესშია და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენას დაესწრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ ფოტოგამოფენას გაეცნო.
განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო.
ჟესტური ენის ტრენინგის შემაჯამებელი სემინარი გაიმართა
თბილისის №203 ყრუ და სმენდაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში ქართული ჟესტური ენის ტრენინგის შემაჯამებელი სემინარი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე.სიახლეები ვერ მოიძებნა.