ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

მინისტრმა ინკლუზიური სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №198 საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ყველა მეორეკლასელ მოსწავლეს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა.

200 მანდატურს სერთიფიკატი გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 200 მანდატურს, რომელთაც წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის №455 ბრძანების საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის ”სპექტრის” ფინანსური საქმიანობა შეამოწმა.

სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.

ინკლუზიური სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №198 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, სადაც 160-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე სწავლობს.

173-ე სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

პროფესიული სწავლების ცენტრების „სპექტრი“, ”მარგი” და თბილისის მრვალპროფილიანი ცენტრის სტუდენტებმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის პირველკლასელთა საკლასო ოთახები გაარემონტეს და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვეს.

კეთილმოწყობილი სასადილო პირველ საჯარო სკოლაში სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საკრებულოს წევრი, ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი კომპანია ”გოგლი-მოგლის” წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნეს.

პრეზიდენტმა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის რეაბილიტირებული შენობა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო და ღვინის სახლი გახსნეს.

წელს ყველა პირველკლასელს საქართველოში წარმოებული ნეტბუკი ექნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპიუტერულ კომპანია „ალგორითმს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

2011 წელს მოხალისე პედაგოგთა მეორე ნაკადი ჩამოვიდა

ახალი წლიდან საქართველოში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მეორე ჯგუფი ჩამოვიდა. საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული კვალიფიციური პედაგოგები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ფინეთიდან, ფილიპინებიდან და ლიტვადან არიან.

სოფელ ფუთში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში მშენებარე ახალი სკოლა მოინახულეს.

მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყაზახეთის ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული 5 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

საბავშვო უნივერსიტეტი წეროვანის საჯარო სკოლაში

თსუ–ს საბავშვო უნივერსიტეტმა გასვლითი ლექციების ციკლი დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წეროვანის №3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის ლექციები ჩაატარეს.

საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა

მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა.

პირველ საჯარო სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჯიდ საბერმა თბილისის №1 საჯარო სკოლაში ირანული კულტურისა და ენის ცენტრი – ,,ირანის ოთახი“ გახსნეს.

მინისტრი უნიკალური აპარატურის ტესტირებას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები ზღვისა და ტბების კომპლექსური კვლევისათვის განკუთვნილი აპარატურის ტესტირებას დაესწრნენ.

ქართული ცეკვის გაკვეთილების პილოტირება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №64 საჯარო სკოლაში ქართული ცეკვის პირველი გაკვეთილის მიმდინარეობას გაეცნო.

საპატრიარქოს უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სასწავლებლისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს.

საკვირაო სკოლების ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

უცხოელ პედაგოგებს ”New York Times”-მა სპეციალური სტატია მიუძღვნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტს ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, გაზეთმა ”New York Times”-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.

სომხეთ-საქართველოს ნაკრები გუნდების ოლიმპიადაში ქართველმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

2011 წლის 20-23 იანვარს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ინიციატივით ერევანში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ორივე მხრიდან თითოეულ დისციპლინაში მონაწილეობდა 10-10 მოსწავლე.