სიახლეები

საქართველოში იტალიელი პედაგოგები ჩამოვიდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იტალიის ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალმა იტალიურ სკოლა ''ცისკარის'' მოსწავლეებსა და პედაგოგებს იტალიური ენის პედაგოგი მაიკლ ბიასილი წარუდგინეს.
მინისტრმა მოსწავლეებს ახალი სემესტრის დაწყება მიულოცა
ახალი სემესტრის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 55-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. მინისტრი კომპანია ,,გოგლი-მოგლის’’ მიერ ორგანიზებულ აქციას დაესწრო.
სტუდენტების მობილობის პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და მინისტრის მოადგილემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მასწავლებელთა სტაჟირება შვეიცარიაში
თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების ფიზიკის 14 მასწავლებელი შვეიცარიაში, CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლის.
მანდატურების საჩუქარი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს
სკოლის მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის 20 აღსაზრდელს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო. სკოლის მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „ამირანმა“ უმასპინძლა.
მინისტრი პოლონეთის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პოლონეთის სახელმიწიფო მინისტრისა და განათლების ეროვნული მინისტრის მოადგილეს მიროსლავ სილატიცკის შეხვდა და პოლონეთთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
2011 წელს სკოლები საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვება
ტექნიკური დარგების განვითარებისა და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით, 2011 წლის მარტის ბოლომდე 450 ლაბორატორია 150 სკოლაში გადანაწილდება.
პრეზიდენტმა სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.
საჩუქარი სმენადაქვეითებულ ახალგაზრდებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრ ”თანადგომას” ბინადართ ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ცენტრში მყოფ 23 სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას საჩუქრები გადასცა.
ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის
2011 წელს, სურვილის შემთხვევაში, ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი შესძლებს გადალახოს ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია და დამატებითი ანაზღაურება მიიღოს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში კლასების გაყოფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საქართველოს საჯარო სკოლებს აქვთ უფლება მოახდინონ კლასის გაყოფა და ახალი კლასის შექმნა.
ახალი სემესტრი სიახლეებით იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სიახლეები გააცნო.
2011 წლიდან მოხალისე პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მორიგ ჯგუფს დახვდა.
მანდატურები სამტრედიის სკოლა პანსიონს ესტუმრნენ
სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლა-პანსიონი მოინახულეს და მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ძველით ახალი წელი მიულოცეს. მანდატურებმა მოსწავლეებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
მინისტრმა ”ყველაზე ჭკვიანი” დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის პროექტში ”ყველაზე ჭკვიანი” გამარჯვებული მოსწავლე ნინო ეფრემიძე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.
მინისტრმა უსინათლო ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს, რომლებიც არდადეგებს სკოლაში ატარებენ, საახალწლოდ საჩუქრები გადასცა.
წელს სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეთა უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო.
ახალქალაქში ახალი სკოლა აშენდება
გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროცესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სკოლის შენობაში განაახლებს სწავლას ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის 130-მდე მოსწავლე.
სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახალი სკოლა შენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მესაბიშვილმა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის მოსახლეობას ახალი სკოლის პროექტი წარუდგინეს.
სასწავლო ეროვნული ოლიმპიადა 2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2011 წლის სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
მინისტრმა პატარა გიორგი კურტანიძეს დიდი ხნის ოცნება აუსრულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რვა წლის გიორგი კურტანიძეს ნატვრა აუსრულა და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.სიახლეები ვერ მოიძებნა.