სიახლეები

საშობაო მილოცვა ”მკურნალის” ახალგაზრდებს
საქველმოქმედო ორგანიზაცია ”მკურნალში” მცხოვრებ ახალგაზრდებს შობის დღესასწაული მიულოცეს.
”საშობაო ზღაპარი” ბავშვებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, ”თბილისი არტ ჰოლში” 200 ბავშვისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საშობაო წარმოდგენა გაიმართა.
აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილს შობა მიულოცეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ყველაზე ხანდაზმულ აკადემიკოსს, ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს ესტუმრნენ და დამდეგი შობა მიულოცეს.
სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ”ბარამბოს” ქარხანამ უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ომში დაღუპულ ქართველ გმირთა შვილებს ”ბარამბოს” ტკბილეულის ქარხანამ უმასპინძლა.
მინისტრმა და პოლიციის აკადემიის რექტორმა მანდატურების მუშაობა შეაჯამეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სკოლის მანდატურის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს.
სოფელ მელაანში ახალი სკოლა შენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება, რაზეც ერთი მილიოaნი ლარი დაიხარჯება.
სოციალურად დაუცველი 13 წლის გიორგი მალაზონია მინისტრმა დაასაჩუქრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 13 წლის გიორგი მალაზონიას ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. მოზარდი დედობილთან ქალბატონ მარიამ ზაალიშვილთან ერთად, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს.
მინისტრმა დამსახურებულ პედაგოგს ახალი წელი მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №10 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ქეთევან დოლიძეს სახლში ეწვია, ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად პერსინალური კომპიუტერი გადასცა.
მასწავლებლები სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მათემატიკის 10 და ინგლისური ენის 5 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ.
საახალწლო საჩუქარი მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს სურვილი აუსრულა და საახალწლოდ მათ ახალი ადაპტირებული სასკოლო ავტობუსი გადასცა.
საახალწლო საჩუქრები პატარებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
“უსაფრთხო და ჯანმრთელ სკოლას” ყველაზე წარმატებით ლიბერთი ბანკი ახორციელებს
პროექტში უსაფრთხო და ჯანმრთელი სკოლა ლიბერთი ბანკი აქტიურად 2010 წლის აპრილიდან ჩაერთო და დღეის მდგომარეობით ყველაზე წარმატებულია. პროექტის ფარგლებში ლიბერთი ბანკმა 30 000-მდე მოსწავლეს უკვე დაუმზადა მოსწავლის პლასტიკური ბარათი სკოლის ტერიტორიაზე სარგებლობისთვის.
2010 წლის შემაჯამებელი აკადემიური და პროფესიული სამიტი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ 2010 წლის შემაჯამებელი აკადემიური და პროფესიული სამიტი გახსნა. საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამიტზე 10-ზე მეტი მომხსენებელი გამოვიდა და 2010 წელს განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებსა და მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
2010 წლის საუკეთესონი დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
კონკურსის ”მე მიცავს ჩემი ჯარი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილმა ”მე მიცავს ჩემი ჯარი” კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სერტიფიკატებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.
საუკეთესო სასწავლო პროექტების ავტორები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი 25 მასწავლებელი დააჯილდოვა.
ჟურნალ “ჯუნიორის” კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ჟურნალ “ჯუნიორის” კონკურსის ოცდაათი გამარჯვებული მოსწავლე ნეტბუქებით დააჯილდოვა.
მანდატურები „ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ
გრძელდება სკოლის მანდატურთა საქველმოქმედო აქციები. ამჯერად, მანდატურებმა კომპანიის „ტკბილი ქვეყანა“ წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა სახლ „ბავშვთა სოფელში“ მოზარდები მოინახულეს და წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
სკოლებში ეთიკის კოდექსების მუშაობა შეფასდა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა.
173-ე საჯარო სკოლაში ფინანსური და იურიდიული დარღვევები გამოვლინდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის №890 ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეიწავლა თბილისის 173-ე საჯაო სკოლის ფინანსური და იურიდიული საქმიანობა.
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის პირველი საჯარო სკოლაში ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყო.სიახლეები ვერ მოიძებნა.