სიახლეები

ქვემო სვანეთში თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ჟახუნდერში 100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, რომელიც 2011 ახალ სასწავლო წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.
სკოლების მანდატურებმა სისხლი უანგაროდ ჩააბარეს
სკოლების მანდატურებმა “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. საქცელმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა.
სასკოლო ჩემპიონატები გრძელდება
პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულსხმობს, თბილისის 22-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის კალათბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
დიმიტრი შაშკინმა დემოკრატიის მეორე ტალღის ფარგლებში შეხვედრა გამართა
ამერკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს, ლორენს კრაინერს და IRI-ის ევრაზიის დივიზიონის ხელმძვანელს სტივენ ნიკსს შეხვდა.
საახალწლო საჩუქრები ”მომავლის სახლის” ბინადრებს
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ”მომავლის სახლის” აღსაზრდელებმა საჩუქრები მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე და ცენტრის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.
საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე სემინარი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა საატესტატო გამოცდებისათვის სკოლების ინტერნეტიზაციის პროცესთან დაკავშირებით, სამუშაო სემინარი გახსნა და მის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
თანამედროვე სკოლის პროექტების არქიტექტურული კონკურსი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი თოდუა თანამედროვე სკოლის მოდელის ესკიზური პროექტების არქიტექტურული კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს გაეცნენ
ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდნენ.
განსაკუთრებული დღე ჭიათურის სკოლა-პანსიონში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ქ.ჭიათურის №12 სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ.
მინისტრი მასაჩუსეტსის ინსტიტუტის ხელმძღვანელს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს, დოქტორ ჯონ დესფორჯს შეხვდა.
მანდატურები ბავშვთა „მომავლის სახლს“ ესტუმრნენ
სკოლის მანდატურებმა და კომპანია „ნიკორამ“ ”მომავლის სახლში” მოზარდები მოინახულეს. ბავშვებს სტუმრებმა საჩუქრები გადასცეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში ბავშვთა სახლის 40-მდე აღსაზრდელს ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.
კეთილმოწყობილი სასადილო ამჯერად 24-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, კომპანია ”გოგლი-მოგლის” წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.
მინისტრის მოადგილეებმა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ ”მე მიყვარს ჩემი პოლიცია” კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები პორტატული კომპიუტერებით, სერტიფიკატებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.
ჟურნალ ”ჯუნიორთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და შპს “ვოლფაბლიშინგის” წარმოამდგენელმა ვახტანგ ვარაზმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ცნობილი სახეები ერთი დღით მანდატურები გახდნენ
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესული მანდატურები, ერთი სამუშაო დღით საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა შეცვალეს. რამდენიმე ჟურნალისტმა და პოპულარულმა ტელეწამყვანმა სურვილი გამოთქვა ერთი დღე სკოლაში მანდატურის ამპლუაში გაეტარებინათ.
კონკურსში ,,The Best Linguist” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში კონკურსის "The Best Linguist” მესამე დასკვნითი ტური ჩატარდა, რომელშიც ზესტაფონის, სამტრედიის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ქუთაისის სკოლებიდან 18 კონკურსანტი მონაწილეობდა.
მინისტრი კანადაში ვიზიტს განაგრძობს
კანადაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ტორონტოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა სამუშაო შეხვედრა გაიმართეს.
მანდატურები ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ
სკოლის მანდატურებმა და პარლამენტის წევრებმა სამტრედიის №15 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლა-პანსიონი მოინახულეს და მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცეს. მანდატურებმა და სტუმრებმა მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.
მინისტრის ვიზიტი კანადაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფება.მორიგი სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა
პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, თბილისის 64-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის ფეხბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
ქ. ქუთაისის 45-ე ყრუ ბავშვთა სკოლის აღსაზრდელებს ბარბარობა მიულოცეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე და ცენტრის სხვა თანამშრომლები ქ. ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლას ეწვივნენსიახლეები ვერ მოიძებნა.