ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

თბილისისა და სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლების ერთობლივი ღონისძიება

17 დეკემბერს თბილისის 24-ე საჯარო სკოლას დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს მოსწავლეები ეწვივნენ. ღონისძიება განხორციელდა პროექტის -”განსხვავებული დღე”- ფარგლებში.

ბარბარობა ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს.

მოხალისე პედაგოგის ინიციატივით ინგლისური ენის კლუბი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროექტის - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად ფარგლებში, წალენჯიხის №2 საჯარო სკოლის მოხალისე უცხოელი პედაგოგის ჯენიფერ სმიტის ინიციატივით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი შეიქმნა, რომელშიც სკოლის X-XII კლასელები გაერთიანდნენ.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების მეოთხე ეტაპი

თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ”ნეტბუქები პირველკასელებისთვის” პროგრამის ფარგლებში, 1 ექსპერიმენტალური, №53-ე, წეროვანისა და სოფელ დიღმის საპილოტე საჯარო სკოლების 21 პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტრენინგებს გადიან.

პატრიარქი №51 საჯარო სკოლას სტუმრობდა

თბილისის №51 საჯარო სკოლაში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია მეორის აღსაყდრების 33 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენა „ძლევამოსილი ღვთისაგან“

2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას სამცხე-ჯავახეთის პედაგოგები გაეცნენ

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ახალციხის №7 სკოლა-პანსიონს ეწვივნენ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 34 მოსწავლე სწავლობს.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში საატესტატო საგამოცდო სისტემის შექმნაზე მსოფლიოში აღიარებული განათლების ექსპერტი, კონექტიკუტის უნივერისტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (აშშ) სვამინათან ჰარიჰარანი მუშაობს.

პროექტ ”წიგნის მეგობრის” ფარგლებში დავით ბაქრაძე 51-ე სკოლას ეწვია

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტ ”წიგნის მეგობრის” ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე №51-ე საჯარო სკოლის მეორეკლასელებს შეხვდა

მოხალისე პედაგოგთა ნახატების გამოფენა გაიმართა

გრძელდება პროექტ ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ჩამოსულ ინგლისურენოვან მასწავლებელთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესი, დიდია უცხოელთა დაინტერესება ქართული კულტურით, საქართველოს ისტორიითა და ხალხური შემოქმედებით

რუსთავის სკოლებში მანდატურები შევიდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რუსთავის №21 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.

მუხიანის დასახლების მოზარდებს ახალი საცურაო აუზი მოემსახურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზი გახსნა, რომლის რეაბილიტაციაც კომპანია ”როიალ 2009”-ამ განახორციელა. აუზი დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარკვეული შეღავათებით მოემსახურება.

სამინისტროში საუკეთესო გაკვეთილის ავტორი პედაგოგები დაჯილდოვდნენ

ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილისთვის 3 პედაგოგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

სპორტის სახეობებში სასკოლო ტურნირები გრძელდება

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ხელბურთის სახეობაში შეეჯიბრნენ. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს მერვე კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. ხელბურთში შეჯიბრი სპორტის გაკვეთილების ფარგლებში ტარდება.

დიმიტრი შაშკინმა წლის შედეგები გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2010 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა.

სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი შემუშავდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე სპეციალური მასწავლებლის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა წარმოადგინეს

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს ბრწყინვალების ორდენი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, დიმიტრი შაშკინმა გამოჩენილ მეცნიერს, ასტროფიზიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსს, ბატონ ჯუმბერ ლომინაძეს ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.

მასწავლებლები ინტერაქტიური დაფის-smartboard-ის გამოყენებას სწავლობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

პროფესიულ განათლებაში რეფორმა ხორციელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა სამინისტროს 2010 წლის ანგარიში პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2009-2012 წლები) განხორციელების შესახებ.

ცეკვის მასწავლებელთა სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ცეკვის მასწავლებელთა სემინარის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის წესით შერჩეული 50 ცეკვის მასწავლებელი, სემინარის გავლის შემდეგ, საპილოტე პროექტის ფარგლებში თბილისის სკოლებში შევლენ და ქართულ ცეკვებს შეასწავლიან მოსწავლეებს.

მინისტრი განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ 2010 წელს განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა.