სიახლეები

მორიგი სასკოლო სასადილო გაიხსნა
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.
აკადემიური სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
ერთად გადავარჩინოთ მოქვის სახარება!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოქვის სახარების გადასარჩენად გამართულ საქველმოქმედო აქციას დაესწრო. დიმიტრი შაშკინის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება მოქვის სახარების გადარჩენის პროცესში
კალათბურთში სასკოლო ტურნირი ჩატარდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მელაძე კალათბურთში საბურთალოს რ-ნის საჯარო სკოლებს შორის ჩატარებული ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.
საქველმოქმედო აქცია უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონს ეწვია და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’’ მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრი ტეხასის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ტეხასის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რონალდ აქვა.
ოქსფორდის პროგრამებით მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს
ბრწყინვალების ორდენი ღირსეულ პედაგოგს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს გია მურღულიას წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
კონკურსის „გახდი ავიატორის“ ფარგლებში აქცია მოეწყო
ავიაკომპანიამ „აირზენა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კონკურსის „გახდი ავიატორი“ ფარგლებში აქცია მოაწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანიმა ბათუმში გადააფრინა 40-მდე ბავშვი სოციალურად დაუცველი და ლტოლვილთა ოჯახებიდან.
მანდატურები ინკლუზიურ სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ
სკოლის მანდატურებმა სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს. სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მანდატურებმა საჩუქრები გადასცეს.
ამერიკულ ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, დავით კერესელიძესთან ერთად, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ახალ ხელოვნურსაფარიან მინიფეხბურთის მოედანზე გამართულ ამერიკულ ფეხბურთს დაესწრო.
ტრენინგი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლომდებარე სოფლების პედაგოგებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლომდებარე სოფლების პედაგოგებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გამართულ ტრენინგს დაესწრო.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის კონცერტი გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, თბილისის 31-ე საჯარო სკოლის ინიციატივით, კ.მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა კონცერტი გამართა.
დიმიტრი შაშკინი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდა
საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ახალ ფაზაში შედის. შესაბამისად, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავების საკითხებში.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პირებთან და სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას პედაგოგები გაეცნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ თბილისის №9 საჯარო სკოლაში გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს
ფოთის 11 სკოლაში მანდატურები შევიდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ქ. ფოთის №2 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.
სასკოლო სასადილოების კეთილმოწყობა გრძელდება
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კომპანია ”გოგლი-მოგლის” წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საჯარო სკოლების დირექციებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ პროფესიულ კავშირებში მონაწილეობასა და მათ შორის საწევრო გადასახადების გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა.
საქველმოქმედო აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, ხელოვნების აკადემიის რექტორმა ვალერიან შიუკაშვილმა, №31-ე სკოლის დირექტორმა მარინა ნიჟარაძემ და დიდუბე -ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანდრო ალავიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.