სიახლეები

,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის წარდგენა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდის ახალი მოდელი ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს გააცნეს
საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ გავაზის ახლადაშენებული სკოლა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.
სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High Level Group თანამშრომლობით ხორციელდება. დღეისათვის, პროგრამაში 45 საჯარო სკოლა და 45 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საჯარო სკოლაა ჩართული.
უცხოელი პედაგოგები სიღნაღს ეწვივნენ
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამაში მონაწილე 100 - მდე ინგლისურენოვანი მასწავლებელი ქალაქ სიღნაღში სიღნაღობის დღესასწაულს დაესწრო. უცხოელი პედაგოგები ქართულ ტრადიციებს გაეცნენ და ქართული სამზარეულო დააგემოვნეს.
პრეზიდენტმა სოფელი ჩხარის საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის რეგიონის სოფელ ჩხარში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - წლის რეფორმატორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლის რეფორმატორი სამინისტრო გახდა. აღნიშნული პრიზი დაჯილდოების ცერემონიალზე ”სოფლის მაშენებელნი-2010” სამინისტროს სახელით მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ირინე ქურდაძეს გადაეცა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წელს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელისთვის შეისყიდის პორტატულ კომპიუტერებს. ეს კომპიუტერები მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება როგორც სასწავლო პროგრამები ქართულში, უცხო ენაში, მათემატიკასა და ლოგიკაში, ასევე სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები და სასწავლო შემეცნებითი თამაშები.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინა. დოკუმენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მიერ შემუშავდა.
მინისტრი პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივას - ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა გაწეულ სამუშაოებსა და მომავალ გეგემებზე ანგარიში მოსახლეობას წარუდგინოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა.
დიმიტრი შაშკინმა გიორგობის დღესასწაული მე-200 სკოლა-პანსიონში გაატარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მე-200 საჯარო სკოლის 100-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
მინისტრმა გორის №7 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა
გორის №7 საჯარო სკოლის პარალელურად, მანდატურები №1, №2, № 3, №4, №6, №8, №9, №10, №11 და №12 სკოლებშიც შევიდნენ.სკოლის მანდატურის სამსახური ჟურნალისტებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ორდღიან გასვლით სემინარში, რომელიც ყვარლის ტურისტულ კომპლექსში გაიმართა ტელე, რადიო კომპანიებისა და რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ამხანაგური მატჩი ფეხბურთში ინგლისურენოვან მასწავლებელთა შორის
წარმატებით მიმდინარეობს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ მოხალისე პედაგოგთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ისინი საგაკვეთილო პროცესის წარმართვის პარალელურად, გეგმავენ და ახორციელებენ ერთობლივ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს მოსწავლეებისა და პედაგოგეგბის მონაწილეობით.
ბროშურის ”ინკლუზიური განათლება - განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები
ბროშურა ”ინკლუზიური განათლება - განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები" 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩანაწერების, ლექსებისა და პატარა მოთხრობების მცირე კრებულია, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ახალი კურსდამთავრებულები გამოუშვა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა წელს კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე ნაკადი გამოუშვა. წელს მაგისტრის დიპლომი 146 კურსდამთავრებულს შვიდ სხვადასხვა სპეციალობაში გადაეცა.
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო სემინარი მიეძღვნა
18-20 ნოემბერს საქართველოში ტარდება საერთაშორისო სემინარი თემაზე ,,მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან’’.
,,ალუმნაის’’ ფარგლებში საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,ალუმნაის’’ ფარგლებში დაწყებული საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება. პროგრამა წარმატებით ხორციელდება თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ანგარიში წარმოადგინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2010 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო.
,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართა
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.
სკოლებში პროექტის ”წიგნის მეგობარი” განხორციელება დაიწყო
სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ”წიგნის მეგობარი” პრეზენტაცია თბილისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალი პროექტი უმცროსკლასელებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად წარუდგინა.
საქართველოში ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მე-8 ნაკადი ჩამოვიდა. ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში დაეხმარებიან.სიახლეები ვერ მოიძებნა.