ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

,,კანონი ჩვენს ცხოვრებაში“ -საჯარო სკოლებისთვის ახალი პროექტი ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, რამდენიმე კერძო იურიდიული კომპანია ახორციელებს პროექტს „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე და კომპანიების წარმომადგენლები 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

მინისტრმა 183-ე სკოლის მეთორმეტეკლასელებს ახალი საგამოცდო მოდელი წარუდგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 183-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა აბიტურის საათს დაესწრო და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან მაია მიმინოშვილთან ერთად, მოსწავლეებს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუში წარუდგინა.

სერტიფიცირებულ პედაგოგთა წახალისება გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ოპტიკურმა კომპანია ”რონიკომ” სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ექსკლუზიური პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას და ოპტიკურ სათვალეებსა და სასათვალე ლინზებზე 40%-იან ფასდაკლებას გულისხმობს, პირველი აქცია განხორციელდა.

სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა.

პრეზიდენტმა სოფელ შამგონაში ახლადაშენებული სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ახლადგახსნილი სკოლა დაათვალიერეს. სოფელი შამგონა მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეულ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი კუნძულია.

კოკა სეფერთელაძე მეთორმეტეკლასელთა აბიტურის საათს დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა ფიზიკის აბიტურის საათის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე ესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები საქართველოში პირველად ჩატარდება.

მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს

10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მეცნიერები იმ საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებია მოწყობილი.

ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება სკოლებში

”საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი” ახროციელებს პროექტს ”ცხოვრების ჯანსაღი წესის საწვლება სკოლებში”, რომელიც ხუთ საპილოტე სკოლას მოიცავს. პირველი ექსპერიმენტული სკოლა საპილოტე სკოლებს შორის ერთ-ერთია, სადაც პროექტი წარმატებით განხორციელდა.

64-ე საჯარო სკოლაში ახალი სასადილო გაიხსნა

კვების სასკოლო ობიექტების კეთილმოწყობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში მორიგი ახალი სასადილო გახსნა.

საქართველოში კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის აშენება იგეგმება

კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით მსოფლიოს წამყვანი ფირმები დაინტერესდნენ.

,,საბჭოეთის ისტორიას” საქართველოს ყველა სკოლაში გაეცნობიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №181 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, დოკუმენტური ფილმის ,,საბჭოეთის ისტორია” ჩვენებას დაესწრო.

გამწვანების აქციაში უცხოელი პედაგოგები ჩაერთნენ

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე აქციაში - „ დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ ამჯერად, პროგრამის -”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოელი პედაგოგებიც ჩაერთნენ.

მიხეილ სააკაშვილი პროფესიული სწავლების ცენტრ ”სპექტრს” ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროფესიული სწავლების ცენტრში ”სპექტრი” მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და შემდუღებლის ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტი ასევე გაეცნო სხვადასხვა პროფესიებში მიმდინარე სასწავლო პროგრამებს.

სამოქალაქო განათლების ფარგლებში მინისტრები №123 სკოლას ეწვივნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ თბილისის №123 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ანიმაციური ფილმი „ბოცო და გვანცა“ წარუდგინეს.

,,აინშტაინის” ფარგლებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა გრძელდება

პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორია გადასცა.

მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ

№71-ე საჯარო სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წევრები გამჯაშვილების 14 სულიან ოჯახს ესტუმრნენ. ოჯახის 5 ბავშვი ამავე სკოლაში სწავლობს. მანდატურებმა და სკოლის დირექციამ ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტანსაცმლით დაასაჩუქრეს.

სამინისტროს ინიციატივით მოსწავლეები თეატრის ხშირი სტუმრები იქნებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრთან და გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრთან.

მეათე რეგიონალური აკადემიური სამიტი უმაღლესი სასწავლებლებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ

სკოლის მანდატურები თავშესაფარ „კათარზისს“ ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ მოხუცებს ტკბილეული გადასცეს. მანდატურებმა ერთი დღე „კათარზისის“ მოხუცებთან ერთად გაატარეს და მათი პრობლემები მოისმინეს.

სახელმძღვანელოების გრიფირების წესი იცვლება

ახლადდამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო პროცესში იმპლემენტირება 2011 წლის 15 სექტემბერს დაიწყება. საწყის ეტაპზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პირველ საფეხურზე (პირველი-მეექვსე კლასი) დაინერგება,

მინისტრი აბიტურის საათს დაესწრო

2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო. აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და იგი განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა.