სიახლეები

ინგლისურენოვანი პედაგოგები ჩამოსვლას განაგრძობენ
პროგრამის ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მე-7 ნაკადი ჩამოვიდა. ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში დაეხმარებიან.
მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ
სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება. 40 მანდატური და №1 , №10 , № 157 , №29, №52 სკოლის მოსწავლეები თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ.
აკაკი წერეთლის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. 29 ოქტომბერს ასევე გაიმართა 1893 წელს გამოცემული აკაკი წერეთლის ”სალამურის” ზუსტი ასლის პრეზენტაცია.
მინისტრი ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაცია ლატვიის კერძო სკოლათა კავშირის წევრებით იყო წარმოდგენილი.
მანდატურები საქველმოქმედო აქციებს იწყებენ
სკოლის მანდატურებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს. 40 მანდატური გლდანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და საჩუქრად წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები გადასცა.
პროგრამა ,,აინშტაინის” განხორციელება დაიწყო
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის” განხორციელება დაიწყო.
მლეთის ახალი სკოლა მინისტრმა მოინახულა
სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოინახულა და სკოლის ბიბლიოთეკას კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადასცა.
საქართველო - ამერიკას შორის საგანმანათლებლო პროექტები განხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის დიდი ალეგენის კანცლერს, პროფესორ კურტის პორტერსა და კარნეგი მელონის უნივერისტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლის აზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორს პროფესორ ჯონ კანგის შეხვდა.
სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატვით 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამის ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება. პროგრამა ,,აინშტაინი’’ საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს.
აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება
აკაკი წერეთლის ნაწარმოებების საჯარო კითხვა სახელწოდებით - ”ერთად ვკითხულობთ აკაკის” ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეულის ფარგლებში გაიმართა. საჯარო კითხვაში უნივერსიტეტის სტუდენტები და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
განცხადება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურთან დაკავშირებით
2010-2011 სასწავლო წლის 31 ოქტომბრიდან 28 ნოემბრემდე ერთდოულად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება.
აკადემიური სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
აკაკი წერეთლის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული კონფერენციით გაიხსნა
აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა.
საჯარო სკოლის დირექტორთა გადამზადების პროექტი ამოქმედდება
”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანება“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლის დირექტორებს გადაამზადებს.
მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად ხეები დარგეს
„დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ აქციის ფარგლებში მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად თბილისის ხუთ საჯარო სკოლაში ხეები დარგეს.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს უცხოელ პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ეწვია
პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში ჩამოსულ 100-მდე ინგლისურენოვან მასწავლებელს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრმა უმასპინძლა.
ლატვიის უნივერსიტეტების დელეგაცია საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ლატვიის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა. უცხოელი კოლეგების ორდღიანი ვიზიტის მიზანი, მენტორობისა და მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.
კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტი ჯონ დევისი საქართველოშია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტი, ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალური მენეჯერი ჯონ დევისი და რეგიონალური მენეჯერი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტერიტორიაზე დიმიტრი კისელი.
ნორვეგიის მთავრობა დადებითად აფასებს ინკლუზიური განათლების დანერგვას საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს ლისბეტ რუგტვედტს შეხვდა.
განათლების სისტემაში ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები დამტკიცდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა პირველად განათლების სისტემაში ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები შეიმუშავა.
ნატოს შესახებ საუკეთესო თემების ავტორი სტუდენტები მინისტრმა დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა „ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო-სამაგისტრო თემების კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.სიახლეები ვერ მოიძებნა.