ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 80 წლისაა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასწავლო დაწესებულებას ეწვია და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ნატოს დიპლომატია საჯარო სკოლებში

ნატოს კვირეულის ფარგლებში საჯარო სკოლებში ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

კონფერენციას ,,საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საზოგადოების როლი’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მინისტრმა დამსწრეებს მოხსენება თემაზე ,,ინვენსტირების განხორციელება საქართველოს ადამიანურ კაპიტალში’’ წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მოსწავლეებს ავიაციის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა თბილისის 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს ავიაციის შესახებ ლექცია წაუკითხეს.

ზუგდიდის სკოლებში მანდატურები შევიდნენ

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძემ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.

45-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით შეივსო

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ თბილისის №45 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

პირველი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგები გრძელდება

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ტრენინგი მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება და ჯამში იმ სკოლების ასათი მასწავლებელის გადამზადებას გულისხმობს, რომლებიც პირველკლასელებს ნეტბუკების საშუალებით ასწავლიან.

ინგლისურენოვანი პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიმართა

პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან“ ერთად ფარგლებში, საქართველოში ინგლისურენოვან პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მოხალისე პედაგოგებთან გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სომხეთში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

სომხეთში ქართველოლოგიის კათედრა გაიხსნა

პირველად საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში ერევანში ქართველოლოგიის კათედრა გაიხსნა. ქართველოლოგიის კათედრა სომხეთში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა გახსნეს.

მერვე რეგიონული სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და სემინარების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

მინისტრმა ახალი სპორტული მოედანი გახსნა

№81-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები ახალ სპორტულ მოედანზე ჩაუტარდებათ. მოედანი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.

,,მე ომბუდსმენი’’ - კონკურსი სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კონკურსში ,,მე ომბუდსმენი’’ გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.

პრეზიდენტმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის ახალი კორპუსი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა. შედეგად, გაიზარდა პირველკლასელთა რაოდენობა და აღნიშნულ სკოლაში სწავლის მსურველთა მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.

2011-2016 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე მუშაობა დაასრულა. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ სასტუმრო რედისონში სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა პერევის საჯარო სკოლის 70-მდე მოსწავლეს 5 000 ლარის ღირებულების სასკოლო სახელმძღვანელოები ჩაუტანეს.

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისში

10 ოქტომბერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღედ აღინიშნება და მასში მონაწილეობას ევროკავშირის ყველა ქვეყნის ჩათვლით ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა იღებს.

დიმიტრი შაშკინი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს, მინისტრი ესტონეთის საინფორმაციო-ტექნოლოგიების დემოცენტრში იმყოფებოდა, რომელშიც შედის 30-მდე IT კომპანია, მათ შორის: Microsoft, Hp, Microline და სხვა.

27 მანდატურს სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ 27 მანდატურს სერტიფიკატი გადასცა.

დევნილმა მოსწავლეებმა ნატოს შესახებ ინფორმაცია მიიღეს

წეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს.