ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

საქართველოსთვის ჰილარი კლინტონის შეფასებები უმნიშვნელოვანესია

,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ პროექტის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უმნიშვნელოვანესი უწოდა.

დიმიტრი შაშკინმა ესტონელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიცაილური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ტარტუს უნივერსიტეტში ესტონელ სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დიმიტრი შაშკინი უკვე შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების მინისტრს ტონის ლუკასს.

კომპიუტერი ყველასთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 11 ოქტომბრიდან დაიწყება პროექტის ,,კომპიუტერი ყველასთვის’’ საპილოტე პროგრამა.

ქუთაისის 7 სკოლაში მანდატურები შევიდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინეს.

მინისტრი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრებს შეხვდნენ.

თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ოცი ახალგაზრდა უფასოდ ისწავლის

2010 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" ახორციელებენ.

პროფესიული განათლება ეკონომიკური წინსვლისთვის

პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს დღეს სპეციალური კონფერენცია მიეძღვნა. შეხვედრაზე პროფესიული განათლების კანონში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა.

თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ახლი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

დიმიტრი შაშკინმა 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგი დააჯილდოვა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიმიტრი შაშკინი და განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტი ტატო შავშიშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდებზე გასული ყველაზე მაღალქულიანი მასწავლებელი დააჯილდოვეს.

სამინისტრომ ცეკვის პედაგოგების კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2011 წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოვა. სკოლებში დაინერგება ცეკვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აღნიშნული ნოვაცია პილოტირებას თავდაპირველად თბილისის სკოლებში გაივლის.

ილია II-მ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ინგლისურენოვანი პედაგოგები ჩამოსვლას განაგრძობენ

პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში დღეს საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების მორიგი დელეგაცია ჩამოვიდა. ორმოცდაათი პედაგოგი თბილისის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარებიან.

კონკურსი ”გახდი ავიატორი” დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით ახალ კონკურს ”გახდი ავიატორი” იწყებს.

რთველი და ინგლისურენოვანი პედაგოგები

პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში ჩამოსულმა ინგლისურენოვანმა მასწავლებლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის ბაზაზე გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.

თბილისში საერთაშორისო გერმანული სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა ელჩმა ვერნერ ვნენდტმა საზეიმო ვითარებაში თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა გახსნეს.

საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა, ელჩმა ვერნერ ვნენდტმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

საჯარო სკოლებში აკაკი წერეთლის კვირეული გაიმართება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლებში აკაკი წერთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 25-29 ოქტომბერს ჩატარდება. კვირეულის ფარგლებში სკოლები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სარევიზიო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია "ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის" თანამშრომლები.

ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა შექმნეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ,,დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს” ეწვივნენ და ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა GMSYS 2009 დაათვალიერეს.

პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება

პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში 158-ე საჯარო სკოლას კურსდამთავრებულებმა 3444 ლარი შემოსწირეს. აღნიშნული თანხით გარემონტდა სკოლის მე-3 სართული, შეიცვალა კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყო სველი წერტილები, მოწესრიგდა კიბეები, გაკეთდა კომპიუტერული კლასი.