სიახლეები
ლინგვისტური რევოლუცია ”ალჯაზირას” ეთერში
საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებულ პროექტს ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ტელეკომპანია ”ალჯაზირამ” სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა. ავტორმა უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანას ”ლინგვისტური რევოლუცია” უწოდა
ინგლისური ენის სახელმძღვანელო პირველკლასელებისვთის
საპილოტე სკოლების პირველკლასელებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ჯოხაძემ 53-ე სკოლის პირველ კლასელებს თავად გადასცეს.
40 კურსდამთავრებული ახალ საწარმოში დასაქმდა
თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის ორმოცი კურსდამთავრებული ახლადგახსნილ საწარმო ,,სამკერვალო სახლში" დასაქმდა. სასწავლებლის წელიწადნახევრიანი სამკერვალო სწავლების კურსის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებმა მკერავის პროფესიის დამადასტურებელი დიპლომები მიიღეს.
ბათუმში შავი ზღვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარსდება
შავი ზღვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომენტარი გააკეთა: განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის.
სამუშაო შეხვედრა ცეკვის გაკვეთილების შემოღებასთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოდის. ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები კარგ გარემოში ისწავლიან
გურჯაანის, ბოდბისა და კოხნარის სკოლა-პანსიონებიდან 12 მოზარდი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ თბილისის მე-200 სპეციალურ სკოლა-პანსიონში გადაიყვანეს. მოზარდები არასათანადო პირობებში ცხოვრობდნენ, სასწავლო პროცესში სერიოზული სირთულეები არსებობდა.
პროფესიული სტუდენტები პრაქტიკებს ადგილობრივ საწარმოში გაივლიან
გორის რძის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაცია ეწვია.
ქვემო ქართლში ორი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მისირ მარდანოვი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ქ. გარდაბნის №3 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცეს.
თანამედროვე სასკოლო სასადილოების მოწყობა გრძელდება
პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მორიგი სასკოლო სასადილო გახსნეს.
იაპონელი და ქართველი ფიზიკოსები ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ
2010 წლის აპრილში იაპონელი და ქართველი ფიზიკოსების თანამშრომლობის მიზნით, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (”კეკ”-ი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების ჩარჩო-მემორანდუმი გაფორმდა.
რამდენიმე ქალაქში მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ბრიფინგი გამართეს.
სოფელ ძევერას 200-მდე მოსწავლე განახლებულ სკოლაში ისწავლის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით რეაბილიტირებული, სოფელ ძევერას საჯარო სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ.
სწავლა დაიწყო სოხუმის უნივერსიტეტში
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაიწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, მან სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
მინისტრმა სწავლის დაწყება თსუ–ს სტუდენტებს პირადად მიულოცა
20 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცეს.
ქართველ მეცნიერთა ორდღიან პლენარულ სესიას დიმიტრი შაშკინი დაესწრო
,,ქართველ მეცნიერთა ფორუმის” ფარგლებში, 20-21 სექტემბერს, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ორდღიანი პლენარული სესია გაიხსნა. სესიის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
პროფესიულ სინდიკატთან სამუშაო შეხვედრა შედგა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტს ტატო შავშიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სასაწავლო გემს ,,აკადემია’’ რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რეაბილიტირებული სასაწავლო გემი ,,აკადემია’’ მოინახულეს.
სკოლებისთვის სპორტის სახეობებში გზამკვლევების კრებული შეიქმნა
2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სხვა სიახლეებთან ერთად, შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ფიზკულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლა.
მეშვიდე რეგიონული სამიტი უმაღლესი დაწესებულებებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრი გაიხსნა
ელექტროენერგეტიკის დარგში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მოსამზადებლად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნიკალური ცენტრი ჩამოყალიბდა.
განსაკუთრებული პირობები სერტიფიცირებულ პედაგოგებს ”ლიბერთი ბანკისგან”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისში სერთიფიცირებულ მასწავლებლებს შეხვდნენ და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.