სიახლეები

საბაზო საფეხურის 147 წარჩინებული მოსწავლე დასაჩუქრდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ხულოს რაიონის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის 25 წარჩინებულ მოსწავლეს, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცეს.
მინისტრი შეწყალებით გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს პრეზიდენტმა სამი მსჯავრდებული არასრულწლოვანი შეიწყალა და პატიმრობიდან გაანთავისუფლა. მერაბ მინდელმა, ლევან დუმბაძემ და რატი დარბაიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
ბრიფინგი სასკოლო სახელმძღვანელოების ფასებთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ სასკოლო სახელმძღვანელოების ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე ბრიფინგი გამართა.
მინისტრმა უცხოელი პედაგოგები მიიღო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საგანმანათლებლო პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგი ჯგუფის მიღება გაიმართა.
მანდატურები ბათუმის საჯარო სკოლებში
ახალი სასწავლო წლიდან ქალაქ ბათუმის ყველა საჯარო სკოლის უსაფრთხოებას მანდატურები უზრუნველყოფენ. ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა წარადგინეს.
ბილინგვური სახელმძღვანელოები შეიქმნა
პირველად საქართველოში, არაქართველი მოსწავლეებისათვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35% ქართულ ენაზეა. სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა VII, VIII, X, XI და XII კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებიც უფასოდ გადაეცემათ მოსწავლეებს.
უცხოელი პედაგოგების ახალი ჯგუფი ჩამოვიდა
გრძელდება პროგრამის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, უცხოელ პედაგოგთა საქართველოში ჩამოსვლის პროცესი. ტრადიციულად, მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საერთაშორისო აეროპორტშივე ხვდებიან.
სამინისტრომ შეწყალების კომისიას მიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტრომ შუამდგომლობით მიმართა შეწყალების კომისიას სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - ლევან დუმბაძის, მერაბ მინდელის და რატი დარბაიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ დიღმის საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ დიღმის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გახსნა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ხოლო 81 პირველკლასელს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად ნეტბუქები გადასცა.
2010-2011 სასწავლო წელი დაიწყო
15 სექტემბერს, პირველად საქართველოში, ერთდროულად ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის №158 საჯაროს სკოლას ეწვია და სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მანდატურებმა ფიცი დადეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების ოთხასს მანდატურს შეხვდა და მათი მხრიდან ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ახალი სასწავლო წლის სიახლეები გააცნო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ,,primetime’’-ის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტთა კორპუსს 2010-2011 სასწავლო წლის სიახლეები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან ერთად სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად გახსნა.
კოკა სეფერთელაძემ სტუდენტებს 3000-მდე სახელმძღვანელო გადასცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეს დაესწრო, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამინისტროს სახელით ოთხი სახეობის 3000-მდე სახელმძღვანელო გადასცა.
სამინისტრომ 2010-2015 წლების სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა
სამინისტროს 2010-2015 წლების ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირველად ჟურნალისტებს წარუდგინა.
ინგლისური ენის პედაგოგები გადამზადდნენ
ახალი სასწვლო წლიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე სკოლაში ინგლისური ენის შესწავლა პირველივე კლასიდან დაიწყება. წარმატების შემთხვევაში, 2011 წლიდან ეს პროექტი ყველა სკოლაში გახორციელდება.
ბავშვთა სახლიდან კერძო სკოლა-ლიცეუმში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ადელინა ჭანტურია, რომელიც კოჯრის ბავშვთა სახლში ცხოვრობს, სწავლას კერძო სკოლა-ლიცეუმის - „მწიგნობართუხუცესი“ მეთორმეტე კლასში გააგრძელებს.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი 25381 ათასი აბიტურიენტი გახდა, მათგან 3276 უმაღლესი პროფესიული პროგრამების.
სერტიფიცირებული პედაგოგების წახალისება დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე მასწავლებელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს სასერტიფიკატო გამოცდები სერტიფიკატები და პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
ახალი არჩევითი საგნის ”მსოფლიო კულტურა” პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების XI კლასისთვის განკუთვნილი, ახალი არჩევითი საგნის - ”მსოფლიო კულტურა” პედაგოგთა ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა
53-ე სკოლაში კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი თამაშების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №53-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი თამაშების პრეზენტაციას დაესწრო.სიახლეები ვერ მოიძებნა.