ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

სექტემბრიდან ახალი ეთიკის კოდექსები ამოქმედდება

ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლის პროფესიული ეთიკის, სკოლის დირექტორის ეთიკისა და მოსწავლის ქცევის კოდექსები ამოქმედდება.

სოციალური პროგრამის ფარგლებში 800-მდე სტუდენტი დაფინანსდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი გამართა.

მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ცოტნე ტაბიძეს, გრიგოლ ფერაძეს, თეიმურაზ ღოღობერიძესა და ლევან კანკაძეს შეხვდა და მათ ფულადი ჯილდოები, საპატიო სიგელები და წიგნები გადასცა.

გლდანის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული მოედანი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გლდანი-ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოში მამუკა გუგეშაშვილმა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში მორიგი, ახლადგაკეთებული ღია სპორტული მოედანი დაათვალიერეს.

დიმიტრი შაშკინმა წარმატებულ მოწავლეებს კომპიუტერები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), პერსონალურ კომპიუტერები გადასცა.

მასწავლებელთა გადამზადება გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაწყებითი კლასების იმ 110 დამრიგებელს შეხვდა და ნეტბუქები გადასცა, რომლებმაც ოთხდღიანი ტრენინგი კომპიუტერის ფლობის საბაზისო უნარ-ჩვევებში გაიარეს და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს გაეცნენ.

სამინისტროში უცხოელ პედაგოგთა მიღება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგანმანათლებლო პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგ ჯგუფს შეხვდა და მათთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეები წიგნებს სკოლებში უფასოდ მიიღებენ

დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სკოლებისათვის გადაცემის პროცესი. წიგნები პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის საჯარო სკოლებისთვის იგზავნება.

მინისტრმა ფეიქრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს წიგნები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქეთევან ფეიქრიშვილის 5 შვილიან ოჯახს ესტუმრა და ტყუპებს ნინო და ბესიკ ფეიქრიშვილებს სასწავლო სახელმძღვანელოები გადასცა, ისინი წელს №190-ე საჯარო სკოლის პირველ კლასში წავლენ.

ავტორიზაცია სავალდებულო ხდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ ბრიფინგი გამართეს.

იმერეთის რეგიონში სამთო მიმარულებით სპეცილისტები მომზადდებიან

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იმერეთის რეგიონში სამთო-საინჟინრო მიმართულების სასწავლებელი ამოქმედდება.

თავისუფალ უნივერსიტეტში მაღალრეიტინგულ სტუდენტთა მიღება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია და იმ სტუდენტების მიღებას დაესწრო, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.

ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი 100-კაციანი ჯგუფი საქართველოშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ინგლისური ენის 100-მდე მასწავლებელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

უფასო სახელძღვანელოების დარიგება პირველი სექტემბრიდან დაიწყება

წელს პირველად საქართველოში 2010 სასწავლო წელს ყველა სოციალურად დაუცველი მოსწავლე პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებს.

საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრები სომეხ პედაგოგებს შეხვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი ქალაქ ქუთაისში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრნენ და იმ სომეხი ეროვნების პედაგოგებს შეხვდნენ, რომლებიც ამ სკოლაში ტრენინგს გადიან.

ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

აკაკი სეფერთელაძემ ბათუმში იტალიური სკოლა მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ბათუმის ქართულ-იტალიურ სკოლას ეწვია და სწავლა-სწავლების იმ ევროპულ მოდელს გაეცნო, რომლითაც ახლადაარსებული სკოლა გამოირჩევა.

საქართველოს პრეზიდენტი სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებს შეხვდა. წელს პირველად საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისების მიზნით, ახალი პროგრამა ამოქმედდა.

ბათუმში 43 მანდატურს სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია აბულაძესთან ერთად, მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა.

სკოლის დირექტორის სტანდარტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრო. ნორმატიული დოკუმენტი, რომელზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები მუშაობდნენ, სკოლის დირექტორის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სტანდარტს ადგენს.

მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო-კომპლექს ”ბაზალეთში” სადამრიგებლო საათის პროგრამის პრეზენტაციას გაეცნო და სემინარის მონაწილე 150 პედაგოგს შეხვდა.