ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

ქუთაისის ყველა სკოლაში მანდატურები შევლენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში მანდატურთა ტესტირების პროცესს გაეცნო და სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა დაათვალიერა.

სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წელს განხორციელებულ უკანონო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

1147 პედაგოგმა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

სააპელაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო კომისიის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

პროფკავშირულ ორგანიზაციებთან ურთიერთობები დარეგულირდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროფესიული განათლების ხარისხი ამაღლდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი 16 პროფესიული სასწავლებლის დირექტორებს შეხვდნენ და პროფესიული სწავლებისთვის განკუთვნილი 750 სასწავლო სახელმძღვანელო გადასცეს.

სკოლების შიდა და გარე პერიმეტრს ვიდეოკამერებით გააკონტროლებენ

პრეზიდენტის ინიცირებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟება თბილისის 20-ზე მეტ სკოლაშია დასრულებული. პარალელურად, შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მინისტრმა სასწავლო პროცესის დაწყებაზე, დასრულებასა და არდადეგეგბზე გააკეთა ძირითადი აქცენტი.

რუსთავის ყველა საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის’’ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “თბილისი მარიოტში” ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის’’ პრეზენტაცია გამართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ სპორტული კოლეჯის მშენებლობა მოინახულეს.

სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლა შენდება

დუშეთის რაოინის სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თოდუამ ადგილზე მოინახულეს.

თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ 45-ე საჯარო სკოლაში ახლად გაკეთებული სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.

პრეზიდენტი ინგლისურენოვან პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ინგლისურენოვან პედაგოგთა მეორე ნაკადს შეხვდა. ამერიკიდან, კანადიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 102 უცხოელი გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ქართულ ოჯახებში გადანაწილდებიან.

საქართველოში უცხოელი პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება

14 აგვისტოს საქართველოში პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად,, ფარგლებში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა. ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

სამინისტრო სამოქალაქო რეესტრთან ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გაცვლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სტრუქტურას შორის ავტომატურ რეჟიმში მოანაცემების გაცვლას.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა დაიწყო (ACETT)

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა ორდღიანი სამუშაო კონფერენცია, სადაც გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დაწყება საქართველოში.

“ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ვასწავლოთ ქართული ენა, როგორც მეორე ენა” პროგრამაში გამარჯვებულ 20 მასწავლებელს სერთიფიკატები გადასცა.

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

საერთაშორისო კონკურსის „ალიანტე 2010“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ საერთაშორისო კონკურსის - ”ალიანტე 2010” 15 გამარჯვებულს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა. კონკურსის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“.

სამინისტრომ ომში დაღუპული ეროვნული გმირის შვილი დააჯილდოვა

საქათველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ომში დაღუპული ეროვნული გმირის ზაზა დამენიას შვილს გიორგი დამენიას საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და წიგნები გადასცა.