სიახლეები

სომეხი მოზარდები წყნეთის საზაფხულო სკოლაში ისწავლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია და ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატში და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში წარმოქმნილია დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები.
მე-60 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში ახალი ღია სპორტული მოედანი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი ამოქმედდება
ახალი სასწავლო წლიდან ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში ბრიფინგი გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მე-18, მე-19 საუკუნეების 39 დასახელების უნიკალური წიგნების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა განცხადება გააკეთა.
უცხოელ პედაგოგებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ მიღებაზე მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ 50 უცხოელ პედაგოგს შეხვდნენ.
უცხოელ პედაგოგთა პირველი ჯგუფი საქართველოშია
დიმიტრი შაშკინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ უცხოელ პედაგოგებს დახვდა, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდნენ.
მინისტრი IT ცენტრის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში (IT) ვებ. ტექნოლოგიების სტუდენტების მიერ დამზადებული 40 საჯარო სკოლის ვებ–გვერდების პრეზენტაციას გაეცნო და მათ შორის საუკეთესო ვებგვერდის ავტორი დააჯილდოვა.
კონკურსში - ” Junior- საქართველოს” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ კონკურსში - ”Junior- საქართველოს საზაფხულო სკოლა” გამარჯვებული მოსწავლეები, საუკეთესო უცხოენოვანი ესსეების შექმნისთვის სიგელებითა და ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საზაფხულო სკოლის საგზურებით დააჯილდოვა.
რეიტინგული სკოლები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა სკოლებს ფულადი პრემიები გადასცა.
სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №92 საჯარო სკოლას ეწვია და იმ სასწავლო-შემეცნებით, საკითხავ და დიდაქტიზებულ 100-ზე მეტი დასახელების ინგლისურენოვან ლიტერატურას გაეცნო, რომელიც განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტმა ტატო შავშიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
მასწავლებელთა საიტი განახლდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჟურნალისტებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის განახლებული საიტის - www.tpdc.ge პრეზენტაცია გაიმართა.
მინისტრი საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა ჩემპიონატს დაესწრო
წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა შორის ინგლისურ პოპულარულ თამაშში - კრიკეტი (Cricket) ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
გრძელდება სამიტებისა და სემინარების ციკლი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის, ტვინინგის პროექტის – ‘შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის მიზნების განსახორციელებლად’- ფარგლებში გრძელდება სამიტებისა და სემინარების ციკლი.
გამოცდები - 2010 დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
მიხეილ სააკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვია. პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელს დიმიტრი შაშკინსა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა წარჩინებულ სტუდენტებს დიპლომები გადასცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ოლიმპიელები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრების წევრებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა.
პროფკავშირების ლიდერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ირაკლი პეტრიაშვილთან სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და მომავალ გეგმებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საზაფხულო სკოლის 36 საუკეთესო მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საზაფხულო სკოლის იმ 36 მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წლის 24 ივლისისთვის გაერთიანებულ სამეფოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში 2 კვირით გაემგზავრებიან.
”პროფესიული სწავლების ცენტრში” წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ”თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს” ეწვია, სადაც წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული სტუდენტები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ და მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.სიახლეები ვერ მოიძებნა.