ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

წიგნის ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ოკუპაციის მუზეუმში წიგნის - ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” პრეზენტაციას დაესწრო.

ნატოს პროგრამა “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გიორგი წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტს ეწვია და გვირაბის აფეთქების მძიმე შედეგებისაგან დამცავი ახალი მეთოდის იმიტირებულ ჩვენებას დაესწრო.

საგანგებო სიტუაციის იმიტირებული გაკვეთილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში მე-12 კლასში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებისთვის მასწავლებელთა გადამზადების პროცესს დაესწრო.

სასერტიფიკაციო გამოცდები რუსთავის საგამოცდო ცენტრში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი რუსთავის საგამოცდო ცენტრს ეწვია და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე სესიისთვის რეგისტრაციის პროცესსა და გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.

პირველად საქართველოში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

205 მანდატურს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ საჯარო სკოლების მომავალ 205 მანდატურს სერტიფიკატები გადასცეს.

”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” - ნახატების გამოფენა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს მთავარი პროკურორორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მთაწმინდის პარკში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა დაათვალიერეს და კონკურსში ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” გამარჯვებული ნახატების ავტორები დაასაჩუქრეს.

მეოთხე რეგიონული სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

მინისტრი ინგლისური ენის წყნეთის საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები მოინახულა. ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, წყნეთში 130 მოსწავლე დასვენებასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებს და კულტურულ ღონისძიებებშია ჩართული.

სამინისტროში ახალი პორტალის www.buki.ge პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი პორტალის www.buki.ge პრეზენტაცია გაიმართა, აქვე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლის 50 პირველკლასელსა და მათ მშობლებს ნეტბუქი ”ბუკი” წარუდგენა.

მინისტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებასთან დაკავშირებით საგამოცდო ცენტრს ეწვია, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და პირველი გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო.

საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

სკოლებში სადამრიგებლო საათის პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ საჯარო სკოლების 150-მდე კლასის დამრიგებელთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საგამოცდო ნაშრომების გასწორება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრო. საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესზე დაკვირვების საშუალება მედიის წარმომადგენლებსაც მიეცათ.

მინისტრი კაჭრეთში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას.

თსუ-ს რამდენიმე კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თსუ-ს მაღლივი კორპუსის გარემონტებული მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსები დაათვალიერეს.

მინისტრი ზოგად უნარებში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც აბიტურიენტები ზოგად უნარებში გამოცდას აბარებდნენ. 5-6 ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა მეორე გამოცდის (ზოგად უნარებში) პირველი სესია დაიწყო.

”სკოლბურთის” ფინალისტები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირის - ”სკოლბურთი” ფინალისტებს შეხვდნენ.

“თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ “თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის” I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს ნოუთბუქები გადასცა.

ახალი სასკოლო ჟურნალი და შეფასების ახალი სისტემა პედაგოგებმა განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პედაგოგებს შეხვდა. მისიტრმა მათ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასკოლო ჟურნალის პრეზენტაცია წარუდგინა