სიახლეები

მინისტრი ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ორი უსინათლო აბიტურიენტი თამარ კალანდაძე და ბაჩანა მარგველაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და მეორე სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
”ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010” დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია და აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო. რეგისტრაცია დროულად დაიწყო, ორგანიზებულად წარიმართა აბიტურიენტთა სექტორებში გადანაწილების პროცესიც.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სწავლის გაგრძელების მიზნით ყველა აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას 2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე (ზოგადი უნარების გამოცდის წონაა 1,5).
ფესტივალი ”გოგი - 2010” გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო. სიმღერის ფესტივალი თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის გია მურღულიას ინიციატივით უკვე მეოთხედ გაიმართა.
მინისტრი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო
30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე აღინიშნა და ცენტრში ამ თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა, მასში მონაწილეობა ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა
ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისადმი მიძღვნილი პირველი ბრიფინგი გამართეს.
კონკურსის ”ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010” გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მაიკროსოფტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პროგრამა "პარტნიორები განათლებაში" ლიდერმა თეოდორ მილევმა ერთობლივი პროექტის "ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკარები გადამზადდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი თსუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის 62 სპეციალისტისათვის სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ.
გრძელდება დირექტორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის მორიგი განხილვა გაიმართა. ამჯერად, სამუშაო შეხვედრაში მოანაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი, 50-მდე დირექტორი და მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან,
უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრა აღარ მოხდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებს შეხვდნენ და საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნეს.
2010 წლის სკოლბურთის გამარჯვებული ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა გახდა
სკოლბურთის ფინალური შეხვედრა ზუგდიდის მე-4 და ბოლნისის პირველ საჯარო სკოლებს შორის 26 ივნისს აჭარის ზღვის სანაპიროზე, ბათუმში გაიმართა. შეხვედრა ზუგდიდელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში 24-27 ივნისს საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „თავისუფლების ფორუმი“, მიმდინარეობს.
მინისტრი ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა
დაბა ჩაქვის ტურისტულ კომპლექსში ორდღიანი გასვლითი სემინარი მოეწყო და მასში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ტელე, რადიო კომპანიებისა და რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ფრანგული კავკასიის სკოლა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ფრანგული კავკასიის სკოლა გახსნა. სკოლის გახსნის ცერემონიას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი ერიკ ფურნიე დაესწრნენ.“ჩვენ ვსწავლობთ ერთად” კონკურსის მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ
პროექტის ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში” ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ”ჩვენ ვსწავლობთ ერთად” მოხალისე სტუდენტები საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში დაჯილდოვდნენ.
სამინისტროში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
წელს, პირველად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგა დაარსდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თსუ-ს მაღლივი კორპუსის ახალი სპორტული დარბაზი გახსნა და საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგის დაარსების შესახებ განცხადება გააკეთა.
მესამე რეგიონული სამიტი და სემინარები უმაღლესი დაწესებულებებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
165-ე საჯარო სკოლაში ღია სპორტული მოედანი გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში ღია სპორტული მოედანი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
თბილისში ახალი სკოლა ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მესამე საფეხურის (X-XII კლასები) კერძო სკოლა ”ლოგოსი” გახსნა. სკოლა, რომელიც მაღალი რანგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
დიმიტრი შაშკინი ბიზნესმენებსა და ბანკირებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა ბიზნესმენებთან და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.