სიახლეები

დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა მოეწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მოანაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი.
საგანმანათლებლო რეფორმა კონფერენციაზე შეფასდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ”საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით - ”საზოგადოების თვალით დანახული განათლების რეფორმა - გამოწვევები და ინიციატივები”
პედაგოგთა შემცირება არ იგეგმება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგთა შესაძლო განთავისუფლების თაობაზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა დაფუძნდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ენიგმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
51-ე სკოლაში საკალათბურთო ჩემპიონატი ჩატარდა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში კალათბურთის საფინალო მატჩი ჩატარდა VII და VIII კლასებს შორის, საბაზო საფეხურის ჩემპიონის გამოსავლენად.
პირველი რეგიონული სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში დაიწყეს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
საინფორმაციო-ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ.
მინისტრი 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია და მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ, სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავ კონცერტს დაესწრო.პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების რეაბილიტირებული სკოლა გახსნა. სკოლას მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პროფესიული განვითარების კურსის გასავლელად პირველი მსმენელებიც მიიღო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრი გაიხსნა
სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
2010 წლის 10 ივნისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო უხეშად ერევა პროფკავშირის საქმიანობაში. ამასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს და პროფკავშირების საქმიანობაში სამინისტროს მხრიდან არანაირ ჩარევას არ ჰქონია ადგილი.
თბილისის 207-ე საჯარო სკოლისა და ანსამბლ ”მგზავრების’” გუნდებმა ფეხბურთში იასპარეზეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შსს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით, თბილისის 207-ე საჯარო სკოლისა და ანსამბლ ”მგზავრების” გუნდებს შორის ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართა.
მოსწავლეთა ქცევის კოდექსის სამუშაო ვერსიის განხილვა მოეწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მოსწავლეთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვის მიზნით.
რუსთავის სკოლებს შორის ჩემპიონატი გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის სკოლებს შორის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში.
მინისტრმა სიახლეებზე განცხადება პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დედაქალაქისა და რეგიონების 200-მდე პედაგოგს შეხვდა და სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.
55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სამედიცინი კაბინეტი გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამედიცინო სადაზღვევო კომპანია - ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კაბინეტის გახსნას დაესწრნენ.
დიდი დიღმის დასახლებაში ახალი საცურაო აუზი ამოქმედდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში ახალი საცურაო აუზი გახსნა. აუზის რეაბილიტაცია კომპანია ”როიალ 2009”-ამ განახორციელა და იგი ერთადერთია დიდი დიღმის დასახლებაში.
სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსი დასრულებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის შედეგები გააცნეს.
94 ქართველი ახალგაზრდა სწავლასა და კვლევას გერმანიაში განაგრძობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიები 94 ქართველ ახალგაზრდას გერმანიაში სწავლისა და კვლევის მიზნით საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
აკაკი სეფერთელაძე 42-ე საჯარო სკოლაში ქართულ ხელნაწერთა გამოფენას გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეთა კულტურული მემკვიდრეობის კლუბისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ, ძველ ქართულ ხელნაწერთა გამოფენას გაეცნო.
სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსის პილოტირება გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თამარ ბელქანია თბილისის კერძო სკოლას ”ცისკარი” ეწვივნენ და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილს დაესწრნენ.სიახლეები ვერ მოიძებნა.