სიახლეები

ქარელის რაიონში რეაბილიტირებული სკოლები გაიხსნა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით, ქარელის რაიონების სოფლებში - დვანში, ტახტისძირსა და დირბში რეაბილიტირებული საჯარო სკოლები გაიხსნა.
მანდატურები მოსწავლეებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ
საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში მანდატურთათვის ტრეინინგების ჩატარებას.
მინისტრმა კონფერენციის ,,ბავშვის უფლებაა მოუსმინონ“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით: ,,ბავშვის უფლებაა მოუსმინონ“.
ბავშვთა ნახატების გამოფენას დიპლომატიური კორპუსი გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, სამინისტროში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა.
მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 203-ე სკოლის მოსწავლეებს მიულოცა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეწვია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, საჩუქრები გადასცა და სკოლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელთა წარმოდგენას დაესწრო.
თსუ–ში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნა. ამ მიზნით მეორე კორპუსის ფოიეში სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამები გამოიფინა, დარიგდა ბუკლეტები და ფლაერები.
მინისტრი ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2010 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.
მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირი - ”სკოლბურთი” დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე და UEFA-ს ჰედტრიკის პროგრამების ხელმძღვანელი ჯოზეფ კლიმენტი ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებს შორის მიმდინარე საფეხბურთო ტურნირს დაესწრნენ.
მინისტრმა ,,Microsoft’’-სა და ,,Intel’’-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
დიმიტრი შაშკინმა, ,,Microsoft’’-ის ბიზნესის განვითარებისა და ტექნოლოგიური მიდგომების დირექტორმა დან მაკფეტრიჯმა და ,,Intel’’-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორმა ბრაიან გონსალესმა შეთანხმებას ხელი ბათუმში მოაწერეს.
პრეზიდენტმა ბათუმელ მე-12 კლასის მოსწავლეებს ოქროს მედლები პირადად გადასცა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს შეხვდა. ბათუმს წელს 41 ოქროსა და 74 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. პრეზიდენტმა ოქროს მედლები 41 წარჩინებულ კურსდამთავრებულს პირადად გადასცა.
STCU - ს დირექტორთა საბჭოს შეხვედრა საქართველოში გაიმართა
უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა: აშშ-მ, კანადამ, უკრაინამ და ევროკავშირმა, 2009 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გამართეს.
დიმიტრი შაშკინი რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს სამეგრელოში განაგრძობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდა. მინისტრმა ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის პედაგოგებს პირადად გააცნო სისტემაში არსებული მდგომარეობა, დეტალურად ისაუბრა ბოლო პერიოდის სიახლეებზე, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსზე, რომელიც 31 მაისიდან ამოქმედდება.
მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა გრძელდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა დარბაზმა სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი განიხილა.
დიმიტრი შაშკინი რუსთავის №24 სკოლის კურსდამთავრებულთა ზეიმს დაესწრო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქალაქ რუსთავში, 24-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო და 24-ე საჯარო სკოლის ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს პორტატული კომპიუტერი გადასცა.
კონკურსის ”სადაკო - მშვიდობის ელჩი” გამარჯვებულებს კომპიუტერები გადაეცათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი ებანოიძემ მოსწავლეთა ნახატების კონკურსის - ”სადაკო - მშვიდობის ელჩი” გამარჯვებულები კომპიუტერებით დააჯილდოვა.
ბათუმში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაარსდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქ. ბათუმში მე-10 და მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. დიმიტრი შაშკინმა შეხვედრაზე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და გააჟღერა ინიციატივა ბათუმში ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დაარსების შესახებ.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სასწავლო გემი ,,აკადემია’’ გადაეცა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბათუმის სახელმწიფო აკადემიის სასწავლო გემზე სწავლების პროცესი დაათვალიერა. სასწავლო გემი ბათუმის საზღვაო აკადემიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2010 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჯარო სკოლების გამოყენებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
დიმიტრი შაშკინმა ქალაქ ფოთის პედაგოგებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ქალაქის 200-მდე პედაგოგს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და 2010-2011 წლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
43-ე სკოლაში თანამედროვე სასკოლო სასადილო გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სასადილო გახსნეს.
საატესტატო გამოცდებისათვის ფართომასშტაბიანი აპრობაცია დაიწყო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის №57-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც 2011 წლის საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ქულის დასადგენად მე-11 კლასის მოსწავლეებში პრეტესტი მიმდინარეობს.სიახლეები ვერ მოიძებნა.