ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8114

ფილტრი

ნაპოვნია8114

დიმიტრი შაშკინი გურიის რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოზურგეთის №2 საჯარო სკოლაში რეგიონის პედაგოგებს შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა.

სოფელ ხელთუბნის 528 მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ისწავლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გორის რაიონის ხელთუბნის ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.

საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროექტ ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში კანადურ კომპანიასა და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ.

წეროვანის №3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წეროვანის №3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტი გახსნა. კაბინეტი უცხო ენების გაძლიერებულად სწავლების პროგრამის ფარგლებში აღიჭურვა და კეთილმოეწყო. ამიერიდან, წეროვანის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხო ენას თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეისწავლიან.

მოსწავლეებმა ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადა დაათვალიერეს

ქუთაისის №17 საჯარო სკოლის IV3 კლასის მოსწავლეები პროექტ ,,მშვიდობით იარაღო”-ს ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის III ქვეით ბრიგადას ეწვივნენ.

მასწავლებლეთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მასწავლელბელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვა მოხდა.

მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორები დაასაჩუქრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

პრეზიდენტმა ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 123 მოსწავლე ფულადი ჯილდოებითა და სიგელებით, ხოლო ოლიმპიადაში მონაწილე სამი არაქართულენოვანი მოსწავლე პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

55-ე საჯარო სკოლის კეთილმოწყობილი სასადილო საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა

საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საჯარო სკოლების სასადილოების თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა დაიწყო. პირველი სასადილო თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გარემონტდა.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა

საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში ტარდება 30-მდე ქვეყნის VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ, მათ მიერ წარმოდგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულ პროექტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს.

განათლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

დიმიტრი შაშკინმა და USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლიმ ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის” დანერგვისა და განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მინისტრი 196-ე საჯარო სკოლაში სწავლების განსაკუთრებულ მეთოდს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი თბილისის 196-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. სასწავლო დაწესებულება 1994 წელს დაარსდა, არის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო კავშირის წევრი და იუნესკოს ასოცირებული სკოლა.

117-ე სკოლაში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კომპანია ”ნეოტექის” დირექტორი იგორ ფარჯიანი 117-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია ”ნეოტექი” სამინისტროს ინიცირებულ ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამას გამოეხმაურა და 117-ე საჯარო სკოლაში უსასყიდლოდ დაამონტაჟა 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე.

მინისტრის საჩუქარი ვეტერან პედაგოგს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი ომის ვეტერან პედაგოგს ბატონ გაბრიელ გაბიტაშვილს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერან პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

ნიჭიერ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებში სწავლების გაგრძელების მსურველებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

მცხეთელი მოზარდები ვაზიანის სამხედრო ბაზას სტუმრობდნენ

მცხეთის მე-2 საჯარო სკოლის 30-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე ”სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხო სკოლის პროგრამის” ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ. მათ მეგზურობა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა გაუწიეს. მოზარდებმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს, ნახეს რა მომზადებას გადიან მეომრები და როგორ არიან აღჭურვილნი.

დიმიტრი შაშკინმა გიორგობა ღვაწლმოსილ პედაგოგს პირადად მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს ბატონ გიორგი ზუბიაშვილს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრა რუსთაველ პედაგოგებთან

პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 500-მდე პედაგოგს შეხვდნენ.

სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ მრჩეველთა საბჭოს სრული ათწევრიანი შემადგენლობა საზოგადოებას საბჭოს პირველ სხდომაზე წარუდგინეს.

დიმიტრი შაშკინი მეცნიერებს შეხვდა

სამეცნიერო სფეროში მიმდინარე პრიორიტეტებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინიტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ.

პროექტ ,,ალუმნაის’’ ფარგლებში ქველმოქმედება გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 52-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ”ALUMNI-ს” ფარგლებში სკოლის კურსდამთავრებულის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თეიმურაზ იობიძის ფინანსური მხარდაჭერით ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა.